Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=684264&print=yes&view=jobs
 
მარკეტინგის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მარკეტინგის მენეჯერი
მომწოდებელი: coinmania.ge
გამოქვეყნდა: 24 ნოემბერი / ბოლო ვადა: 24 დეკემბერი
Coinmania.ge წარმოადგენს ვირტუალური აქტივების მომსახურების პროვაიდერს, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს კრიპტო აქტივის ყიდვა-გაყიდვის, შენახვისა და გადარიცხვის სერვისებს. პლატფორმა 2017 წლიდან ფუნქციონირებს და მომხმარებლებს ემსახურება ყოველდღე, 24/7 განმავლობაში.

მარკეტინგის გუნდში ვეძებთ ახალ წევრს მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე.

მარკეტინგის მენეჯერის მოვალეობაა:

** Coinmania-ს ბრენდის ცნობადობის ზრდასა და რეპუტაციაზე ზრუნვა
** კომპანიის ბიზნესსტრატეგიიდან გამომდინარე მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავება, ბიუჯეტის განსაზღვრა და რესურსების განაწილება
** ბაზრის ტენდენციების, მომხმარებელთა ქცევისა და კონკურენტული გარემოს კვლევა და ანალიზი
** კონტენტის სტრატეგიის დაგეგმვა და ხარისხის მართვა
** ციფრული მარკეტინგის კონტენტკალენდრის შემუშავება, KPI-ების განსაზღვრა-შეფასება და შესრულების მონიტორინგი
** ახალი მომხმარებლების მოზიდვაზე ზრუნვა; არსებული მომხმარებლებისათვის ლოიალობის პროგრამების შემუშავება და განხორციელება
** თემატური შემეცნებითი და საგანმანათლებლო ღონისძიებებისა და აქტივობების ორგანიზება ინფორმირებულობის გასაზრედელად და საზოგადოების კრიპტოინდუსტრიაში ჩართულობის ასამაღლებლად
** კომპანიის ახალი პროდუქტების, სერვისებისა და სიახლეების შესახებ ინფორმაციის გავრცელების სტრატეგიის შემუშავება
** მარკეტინგული კამპანიების რეგულარული ანალიზი სათანადო ინსტრუმენტებით და შესაბამისი სამოქმედო გეგმის შემუშავება.

კომპეტენციები:

** მარკეტინგის გუნდის მართვის მინიმუმ ორწლიანი გამოცდილება
** უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების განხრით)
** ინგლისურის ენის მინიმუმ C1 დონე
** სასურველია ცოდნა და გამოცდილება ხარისხიანი კონტენტის შექმნის პროცესისა და სტრატეგიული მართვის მიმართულებით.

ინტერვიუ შედგება ორი ეტაპისგან.

ხელფასი: 3000 ლარი ხელზე ასაღები პირველი სამი თვის განმავლობაში, რაც არის გამოსაცდელი ვადა და მოიცავს საქმის შესწავლის პერიოდსაც.

დამატებითი სარგებელი: ჯანმრთელობის დაზღვევა, კვება, ფიტპასი, სასურველი მიმართულებით ტრენინგების დაფინანსება წელიწადში 1500 ლარის ფარგლებში, მენტალურ ჯანმრთელობაზე ზრუნვის პროგრამა.

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გადახვიდეთ ბმულზე - https://coinmania.selfrecruit.ge/s/FvO1F
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია