|
დასახელება:
სამედიცინო კოორდინატორი
|
| მომწოდებელი:
New Life Georgia
|
|
გამოქვეყნდა: 24 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 24 დეკემბერი
|
"New Life Holding" 2008 წელს დაარსდა საქართველოში და დღეს წარმოადგენს ერთ-ერთ წამყვან საერთაშორისო ორგანიზაციას, რომელიც სპეციალიზებულია ხელოვნურ განაყოფიერებაზე, კვერცხუჯრედის დონაციასა და სუროგაციაზე. "New Life Holding" უკვე დაეხმარა 11 000-ზე მეტ წყვილს მშობლის როლის მიღებაში. ჩვენი გუნდი აერთიანებს გამოცდილ პერსონალს, რომლებიც ზრუნავენ თითოეული ოჯახის წარმატებაზე.
ჩვენი გუნდის წევრებს ვთავაზობთ:
** კონკურენტულ ანაზღაურების სისტემას;
** კორპორატიული ჯანმრთელობის დაზღვევის დაფინანსებას;
** Fitpass-თან პარტნიორობას;
** სხვადასხვა წამახალისებელ საჩუქარსა და გუნდურ ღონისძიებას;
** რეალურ შესაძლებლობას კარიერული განვითარებისათვის.
სამუშაო პირობები:
** სამუშაო ადგილი: თბილისი, საირმის ქ.;
** გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:30 - 17:30 სთ ან 10:00 - 18:00 სთ;
** ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი;
ორგანიზაციის მუდმივი ზრდისა და განვითარებიდან გამომდინარე, ვეძებთ გამოცდილ ტალანტს სამედიცინო კოორდინატორის პოზიციაზე.
ძირითადი ამოცანები:
** შესაბამისი პროგრამისა და პაციენტების (მშობლები) გაცნობა და შესაბამისი აუცილებელი დოკუმენტაციის გადამოწმება;
** აქტიური კომუნიკაცია მშობლებთან და მათთვის სამედიცინო პროცესის/ეტაპის შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება;
** შესაბამისი დონორი/სუროგატი დედის შესახებ ინფორმაციის გაზიარება მშობლებთან;
** სუროგატი დედის/დონორის მომზადების ეტაპების შესახებ ინფორმირებულობა და შესაბამისი რეპორტინგი მშობლებთან;
** სუროგატი/დონორისთვის საჭირო ანალიზების ჩატარების შესახებ ინფორმირებულობა, კომუნიკაცია ექიმებთან/ლაბორატორიასთან და შესაბამისი რეპორტინგი მშობლებთან;
** სამედიცინო საკითხებზე მუდმივი კომუნიკაცია ექიმთან, სამედიცინო ანგარიშების გამოთხოვა და მომზადება მშობლებისათვის და მათთან გაზიარება;
** შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება პროცესის მიმდინარეობის მიხედვით, ასევე, ფინანსური საკითხების ადმინისტრირება და გაგზავნა ბუღალტერიასთან;
** ორსულობის დადგომის დაფიქსირება და შესაბამისი ინფორმაციის/დოკუმენტაციის ორგანიზება ორსულობის ზრუნვის გუნდთან გადაბარების მიზნით.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება სამედიცინო კოორდინატორის პოზიციაზე ან სხვა პოზიციაზე ჯანდაცვის/მედიცინის სფეროში;
** უმაღლესი განათლება, სასურველია ჯანდაცვის/მედიცინის მიმართულებით;
** ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარები;
** ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV/რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: hr@newlifegeorgia.com და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!
შენიშვნა: თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 6 თვის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
"New Life Holding" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
|
|
|
|