Робота для біженців з України
ელექტრო სუპერვაიზერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ელექტრო სუპერვაიზერი
მომწოდებელი: ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი
გამოქვეყნდა: 24 ნოემბერი / ბოლო ვადა: 24 დეკემბერი
"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" წამყვანი კომპანიაა საქართველოს წყალმომარაგების ბაზარზე, რომლის მიზანია თბილისისა და მისი შემოგარენის ხარისხიანი, უსაფრთხო და საიმედო წყალმომარაგებით უზრუნველყოფა. GWP 2022 წლიდან ესპანური ჰოლდინგის Aqualia-ს წევრი ორგანიზაციაა. Aqualia წყალმომარაგების დარგში ერთ-ერთი მოწინავე კომპანიაა, რომელიც 18 ქვეყანაში ოპერირებს.

ვეძებთ გუნდის ახალ წევრს ელექტრო სუპერვაიზერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, მედე (მზია) ჯუღელის #10
გრაფიკი სრული: თავისუფალი, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით პროექტებზე მორგებული.

ძირითადი მოვალეობები:

** ობიექტებზე შესრულებული ელექტრო სამუშაოების ზედამხედველობა.
** ტექნიკური დავალებების შესაბამისობის უზრუნველყოფა პროექტის გეგმებთან, ნორმებსა და სტანდარტებთან.
** ელექტრო უსაფრთხოების წესების დაცვის უზრუნველყოფა და რისკების იდენტიფიკაცია.
** ტექნიკური ხარვეზების დროული გამოვლენა და მათი აღმოფხვრის პროცესის ორგანიზება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ბაკალავრის ხარისხი ენერგეტიკის მიმართულებით;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;
** ელექტრო ტექნიკის/დანადგარების ექსპლუატაციის წესების ცოდნა;

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: recruitment@gwp.ge. გთხოვთ, საგანში ("subject") მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ შპს "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა" დაამუშაოს და შეინახოს თქვენს შესახებ პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე