Робота для біженців з України
ბარისტა
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბარისტა
მომწოდებელი: CAF
გამოქვეყნდა: 24 ნოემბერი / ბოლო ვადა: 24 დეკემბერი
CAF აცხადებს ვაკანსიას — ბარისტას პოზიციაზე.

გამარჯობა!

თუ გინდა იმუშაო თბილ და მეგობრულ კაფეში, გაიღრმაო ცოდნა ყავისა და სასმელების დამზადებაში და გახდე ჩვენი გუნდის სრულფასოვანი წევრი — გელოდებით CAF-ში.

ჩვენ ვეძებთ ადამიანს, ვინც არის:

** მეგობრული და სტუმარ-მასპინძელი
** გულწრფელად უყვარს ადამიანებთან ურთიერთობა
** პასუხისმგებელი, ორგანიზებული და განვითარებაზე ორიენტირებული

როგორ გამოგვეხმაურო:

გამოგვიგზავნე ფოტოსურათიანი CV ელ.ფოსტაზე: info@caf.ge და სათაურის ველში მიუთითე: "ბარისტა".

აუცილებელი მოთხოვნები:

** ბარისტად მუშაობის მინიმუმ 8-თვიანი გამოცდილება
** ქართული და ინგლისური ენების ძალიან კარგი ცოდნა
** კარგი კომუნიკაციისა და სტუმარმასპინძლობის უნარი
** პუნქტუალურობა და დეტალებზე ორიენტირება (მნიშვნელოვანია)
** პასუხისმგებლობა და, რაც მთავარია, სწავლისა და განვითარების დიდი სურვილი
** ფუნქცია-მოვალეობები და პასუხისმგებლობები
** მენიუში არსებული პროდუქტებისა და მათი მომზადების წესების სრულყოფილი ცოდნა
** პროდუქციის გაყიდვა და სტუმრებთან კომუნიკაცია
** სამუშაო სივრცის სისუფთავის უზრუნველყოფა და მუდმივი კონტროლი
** პუნქტუალურობა (მნიშვნელოვანია)
** მენეჯერის დავალებების შესრულება
** პირობები: სამუშაო გრაფიკი: 8-საათიანი ცვლა, 2/2-ზე

ანაზღაურება (ხელზე ასაღები):

** პირველი 2 თვე — 8 ₾/საათი + თიფსი
** 2 თვის შემდეგ — 9 ₾/საათი + თიფსი
** დამატებითი დეტალები — გასაუბრებისას.
** სტუდენტებზე მორგებული მოქნილი გრაფიკი.

CAF გთავაზობს:

** მეგობრულ, მხარდამჭერ გუნდს
** სტაბილურ სამუშაო გარემოს
** პროფესიული ცოდნის გაღრმავებისა და ზრდის შესაძლებლობას

მისამართი: თბილისი, მელიქიშვილის 14, დოდო აბაშიძის სკვერი.

https://maps.app.goo.gl/ML52YgnD4758e4tx5?g_st=ic

თუ გგონია, რომ ეს ვაკანსია შენს ენერგიას და ვაიბს ემთხვევა — დიდი შანსია, რომ სწორედ შენ ხარ ის ბარისტა, ვისაც ვეძებთ.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე