|
დასახელება:
მზარეული
|
| მომწოდებელი:
ჯინო ველნეს მცხეთა
|
|
გამოქვეყნდა: 24 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 24 დეკემბერი
|
სასტუმრო "ჯინო ველნეს მცხეთა" აცხადებს ვაკანსიას მზარეულის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: მცხეთა, აღმაშენებლის ქუჩა #37
ხელფასი: 1200 ლარი
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** სამზარეულოში წესრიგისა და სანიტარული ნორმების დაცვა
** ნედლეულის/ინგრედიენტების წინასწარ გამზადება
** კერძების მომზადება სტანდარტების მიხედვით
** კერძების დროული და ხარისხიანი მომზადება შეკვეთების შესაბამისად;
** რეცეპტურის სიზუსტით დაცვა;
** სამზარეულოში არსებული მარაგების ეფექტურად გამოყენება, კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში შეკვეთა;
** ხარისხის, ჰიგიენისა და შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** შესაბამისი პროფესიული განათლება
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
საჭირო პიროვნული უნარები:
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** პასუხისმგებლობიანი
** გუნდური მუშაობის უნარი
დაინტერესებულებს კომპანია სთავაზობს:
** მეგობრულ სამუშაო გარემოს
** კონკურენტულ ანაზღაურებას
** დამატებით ბენეფიტებს (კომპანიის სერვისებით სარგებლობის შესაძლებლობა);
თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა რელევანტური ვაკანსიის შემთხვევაშიც.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელ. მისამართზე: hr@ginoaquapark.ge
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება!
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|