Робота для біженців з України
სპა ცენტრის რეცეფციონისტი/ მასაჟისტი - ახალციხე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სპა ცენტრის რეცეფციონისტი/ მასაჟისტი
მომწოდებელი: ჯინო ველნეს რაბათი
გამოქვეყნდა: 24 ნოემბერი / ბოლო ვადა: 24 დეკემბერი
სასტუმრო "ჯინო ველნეს რაბათი" აცხადებს ვაკანსიას სპა ცენტრის რეცეფციონისტის/ მასაჟისტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ახალციხე, რაბათის ციხესიმაგრე, სასტუმრო "ჯინო ველნეს რაბათი"

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მომხმარებლების კონსულტირება კომპანიის პროდუქტებისა და მომსახურებების შესახებ;
** მომხმარებლებისთვის მიმდინარე აქციების გაცნობა;
** გაყიდვების ზრდის ხელშეწყობა;
** მასაჟის პროცედურების შესახებ მომხმარებლებისთვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება;
** მასაჟის პროცედურის ჩატარება სტანდარტების შესაბამისად;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
** უცხო ენების (რუსული, ინგლისური) საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა

საჭირო პიროვნული უნარები:

** მოწესრიგებულობა, ორგანიზებულობა
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** პოზიტიურობა, ენერგიულობა
** გუნდური მუშაობის უნარი
** დროის მართვის უნარი

დაინტერესებულებს კომპანია სთავაზობს:

** მეგობრულ სამუშაო გარემოს
** კონკურენტულ ანაზღაურებას
** დამატებით ბენეფიტებს (კომპანიის სერვისებით სარგებლობის შესაძლებლობა)

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა რელევანტური ვაკანსიის შემთხვევაშიც.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელ. მისამართზე: hr@ginoaquapark.ge

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება!

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე