|
დასახელება:
ფიზიკური თერაპევტი
|
| მომწოდებელი:
ჰოლისტიკური მხარდაჭერისა და თერაპიის საზოგადოება
|
|
გამოქვეყნდა: 24 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 24 დეკემბერი
|
ქართული - ავსტრიული ორგანიზაცია ააიპ "ჰოლისტიკური მხარდაჭერისა და თერაპიის საზოგადოება - ჰოლისი" აცხადებს ვაკანსიას ფიზიკური თერაპევტის პოზიციაზე.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, საბურთალო
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ბაკალავრის ან მაგისტრის ხარისხი;
** ნეიროგანვითარების დარღვევის მქონე ბავშვებთან და მოზარდებთან მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება.
პიროვნული უნარები:
** პარტნიორობა (ურთიერთდახმარება, ურთიერთთანამშრომლობა, გუნდურობა)
** მოქნილობა და დამოუკიდებლობა;
** თვითკონტროლი და სიმშვიდის შენარჩუნება რთულ და სტრესულ სიტუაციებში;
** დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი.
ფუნქციები და პასუხისმგებლობები:
** კლიენტის ფიზიკური განვითარების (ნატიფი და მსხვილი, მოტორული ფუნქციების) შეფასება და გადაფასება;
** ინტერვენციის გეგმის გაწერა;
** მშობელთა კონსულტირება საჭიროების შემთხვევაში.
** ფიზიკური თერაპიული ჩარევა სამუშაო პროცესში;
** მხარდამჭერი დამხმარე საშუალებების შერჩევა და მორგება;
** ტექნიკური დოკუმენტაციის და ორგანიზაციული დოკუმენტაციის წარმოება;
** საჭიროების შემთხვევაში ორთოპედთან ვიზიტის დროს კლიენტის თანხლება;
** ინტერდისციპლინურ ჯგუფში მუშაობა, კომუნიკაციის დამყარება თანამშრომლებთან;
** ინფორმაციის გაზიარება, პროფესიული კონტაქტი საერთაშორისო ექსპერტებთან.
** სუბორდინაცია და ანგარიშგება: პროგრამის ხელმძღვანელთან და ორგანიზაციის დირექტორთან.
ჩვენ გთავაზობთ:
** საინტერესო და მრავალფეროვან სამუშაოს;
** სასიამოვნო და კეთილგანწყობილ სამუშაო გარემოს;
** პროფესიონალ გუნდთან მუშაობას;
დაინტერესების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით: shst2022@gmail.com
|
|
|
|