Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=684106&print=yes&view=jobs
 
ავტო ექსპრეს მომსახურების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ავტო ექსპრეს მომსახურების მენეჯერი
მომწოდებელი: ავტორაიდერი
გამოქვეყნდა: 24 ნოემბერი / ბოლო ვადა: 24 დეკემბერი
შპს "ავტორაიდერი" საერთაშორისო ბრენდების ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში აცხადებს ვაკანსიას ავტო ექსპრეს მომსახურების მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

** ადგილმდებარეობა: თბილისი, დიდუბე - ქსნის ქუჩისკენ მიმავალ სანაპიროზე.
** ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი, + ბონუსი.

მოქნილი სამუშაო გრაფიკი:

** კვირაში 2 დღე დასვენება
** სამუშაო გრაფიკი: ოთხშაბათი-შაბათი, 11:00-19:00
** კვირა დღეს 9:30-17:00

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მაღაზიის შოურუმში, შემოსული მომხმარებლისთვის საჭირო ზეთის და ფილტრის დროული მოძიება;
** შეთავაზებულ მომსახურებაზე მომხმარებლის თანხმობის შემთხვევაში, სერვისის პროცესის კოორდინაცია და მონიტორინგი;
** პრობლემის დაფიქსირებისას, ხელოსნის კონსულტირება სწორი მომსახურების გაწევის მიზნით;
** სექტორის პერსონალის შესრულებული სამუშაოს ხარისხის კონტროლი;
** პროდუქციისა და მომსახურეობის შესაბამისი თანხის გადახდის ასახვა პროგრამულად;
** რეალიზაციის ზრდაზე მაქსიმალური ზრუნვა;
** მარაგების ოპტიმალური დონის შენარჩუნებაზე ზრუნვა;
** მარაგებისა და შეკვეთების მუდმივი კონტროლი;
** ყოველი თვის დასაწყიში ინვენტარიზაცია და შედეგების მიწოდება ბუღალტრისთვის

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** კატალოგთან მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილად ფლობა;
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ბუღალტრული პროგრამა FINA-ს ცოდნ;
** სასაქონლო-მატერიალური აქტივების თანმხლები დოკუმენტების მომზადების ცოდნა (ზედნადები, ანგარიშ-ფაქტურა)

განაცხადის შემოტანის ვადაა 30 დღე, ვაკანსიის გამოქვეყნებიდან.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, CV გამოაგზავნოთ ელფოსტის შემდეგ მისამართზე: t.karkarashvili@autorider.ge, info@autorider.ge მეილის სათაურში მიუთითეთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნით CV-ს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია