Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=684101&print=yes&view=jobs
 
ადამიანური რესურსების მიმართულების ხელმძღვანელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ადამიანური რესურსების მიმართულების ხელმძღვანელი
მომწოდებელი: ფარმა სთორი
გამოქვეყნდა: 23 ნოემბერი / ბოლო ვადა: 23 დეკემბერი
ესთეტიკურ ბაზარზე ლიდერი სადისტრიბუციო კომპანია "ფარმა სთორი" აცხადებს ვაკანსიას ადამიანური რესურსების მიმართულების ხელმძღვანელის პოზიციაზე.

მოვალეობები:

** კადრის შერჩევის პროცესის მართვა თავიდან ბოლომდე, ახალი კადრის ადაპტაციის პროცესის ჩათვლით
** პერსონალის დოკუმენტაციის მართვა
** კორპორატული ღონისძიებების, სემინარების და ტრენინგების ორგანიზება
** ქვეყნის ფარგლებს გარეთ გუნდური ტურების ორგანიზება
** დირექტორის თანაშემწეობა სხვადასხვა კომპანიისთვის საჭირო საკითხებში

სამუშაო მოთხოვნები:

** აუცილებელია განათლება ბიზნესის ადმინისტრირებაში, მენეჯმენტში, ფსიქოლოგიაში ან შესაბამის სფეროში. დამატებითი სერტიფიკაციები HR მიმართულებით ჩაითვლება უპირატესობად
** მინიმუმ სამწლიანი გამოცდილება HR სფეროში - მეტი ჩაითვლება უპირატესობად
** გამოცდილება კადრების აყვანის და თანამშრომელთა მხარდაჭერის პროცესში
** სასურველია გამოცდილება ღონისძიებების დაგეგმვასა და ორგანიზებაში
** აუცილებელია დოკუმენტაციის მართვის მაღალი ხარისხი
** აუცილებელია საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ფლობა

პიროვნული მოთხოვნები:

** მაღალი კომუნიკაბელურობა და ადამიანებთან მუშაობის სიყვარული
** კონფლიქტების მართვის უნარი და მაღალი ემოციური ინტელექტი
** სტრუქტურირებულობა და ორგანიზებულობა

ენების ცოდნა:

** ქართული - უმაღლესი დონე
** რუსული - B2-C1 დონე (აუცილებელი)
** ინგლისური - B2-C1 დონე (სასურველი)

სამუშაო პირობები:

** კონკურენტუნარიანი ანაზღაურება
** საინტერესო პროექტებში ჩართულობა
** კომფორტული გარემო

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ქართულ ენაზე, შემდეგ მისამართზე: ipruidze@pharmastore.ge

გმადლობთ დაინტერესებისთვის!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია