Робота для біженців з України
უსაფრთხოების თანამშრომელი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უსაფრთხოების თანამშრომელი
მომწოდებელი: ატმია სტუდენტ ჰოსტელ
გამოქვეყნდა: 23 ნოემბერი / ბოლო ვადა: 23 დეკემბერი
კომპანია "ატმია სტუდენტ ჰოსტელ" ეძებს პასუხისმგებლობიან კანდიდატებს უსაფრთხოების თანამშრომლის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: ქ. ბათუმი, თამარ მეფის გამზირი N1

ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობები:

** შიდა წესების, დისციპლინისა და ორგანიზაციის ეთიკური სტანდარტების დაცვა,
** სტუდენტური საცხოვრებლის პირველი სართულის უსაფრთხოების კონტროლი,
** ობიექტზე მყოფი პერსონალის, სტუდენტების, სტუმრებისა და მატერიალური ფასეულობების უსაფრთხოების უზრუნველყოფა,
** პერიმეტრის, შესასვლელების და გარე ტერიტორიების მუდმივი კონტროლი გრაფიკის შესაბამისად,
** კონკრეტული კამერებისა და უსაფრთხოების სისტემების მონიტორინგი,
** არასანქცირებული პირების ობიექტზე შეღწევის პრევენცია,
** საეჭვო ქცევის ან ინციდენტის აღმოჩენისას დროული რეაგირება და ხელმძღვანელის დაუყოვნებლივ ინფორმირება,
** საგანგებო შემთხვევებზე შესაბამისი რეაგირება პროტოკოლის შესაბამისად,
** სტუდენტების მიმართ კეთილგანწყობილი, კორექტული და კულტურული დამოკიდებულება, ობიექტზე პოზიტიური ატმოსფეროს შენარჩუნება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** პუნქტუალურობა,
** საშუალო ან პროფესიული განათლება,
** აღნიშნულ სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად,
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე და სანდოობა,
** სტრესულ სიტუაციაში სიმშვიდის შენარჩუნებისა და სწრაფი რეაგირების უნარი,
** კორექტული კომუნიკაციის უნარი სტუდენტებთან და უცხოელ სტუმრებთან,
** ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

ჩვენ გთავაზობთ:

** ანაზღაურება: 850 ლარი (ხელზე)
** სამუშაო გრაფიკი: 3 დღეში ერთხელ 24 საათიან ცვლაში

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე - atmiahostelbatumi@gmail.com

ველში აუცილებლად მიუთითეთ აღნიშნული ვაკანსიის დასახელება ან დაგვიკავშირდით ნომერზე - 568 12 22 14

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე