Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=684033&print=yes&view=jobs
 
შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი
მომწოდებელი: საქართველოს ეროვნული მუზეუმი
გამოქვეყნდა: 22 ნოემბერი / ბოლო ვადა: 22 დეკემბერი
სსიპ - საქართველოს ეროვნული მუზეუმი აცხადებს კონკურსს სსიპ - საქართველოს ეროვნული მუზეუმის შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის პოზიციაზე.

ადგილების რაოდენობა - 1
გამოსაცდელი ვადა: 6 (ექვსი) თვე

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის სერტიფიკატის ფლობა;
** შრომის უსაფრთხოების მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 2 (ორი) წლიანი გამოცდილება;
** სახელმწიფო ენის სრულყოფილი ცოდნა;
** შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა:

ა) "საქართველოს კონსტიტუცია" (II თავი);
ბ) "საქართველოს შრომის კოდექსი";
გ) "საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ" საქართველოს კანონი;
ე) "საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი" (III და IV თავი);
ვ) "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონი;
ზ) "მუზეუმების შესახებ" საქართველოს კანონი
თ) საქართველოს კულტურის მინისტრის 2025 წლის 22 ივლისის №05/23 ბრძანება -"საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ეროვნული მუზეუმის დებულების დამტკიცების თაობაზე";
ი) "შრომის უსაფრთხოების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონი.

უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პუნქტუალურობა;
** შრომისმოყვარეობა.

ფუნქცია-მოვალეობები:

** საქართველოს შრომის უსაფრთხოების კანონმდებლობით, რელევანტური ტექნიკური რეგლამენტებით და ნორმატიული აქტებით განსაზღვრული მოთხოვნების დანერგვა, შესრულების კონტროლი და მათი ხელმძღვანელი პირებისთვის წარდგენა;
** თანამშრომლებისთვის უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნის მიზნით, შრომის პირობების პერიოდული ინსპექტირება;
** მოსალოდნელი საფრთხეების იდენტიფიკაცია და მათი თავიდან არიდების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების თაობაზე რეკომენდაციების შემუშავება;
** საჭიროებისამებრ თანამშრომელთა სწავლების უზრუნველყოფა, მათთვის ინფორმაციის მიწოდება და კონსულტაციის გაწევა შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის საკითხებში;
** შრომის უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით შემოსული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირება;
** შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სხვა საკითხების განხილვა/გადაწყვეტაში მონაწილეობა.

სამუშაო გრაფიკი: სრული
ანაზღაურება: 1300 ლარი (საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით)
სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი, რუსთაველის გამზირი N3

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ ქართულ ენაზე CV შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე: hr@museum.ge

გთხოვთ, აღწერაში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია