Робота для біженців з України
ბუღალტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბუღალტერი
მომწოდებელი: New Life Georgia
გამოქვეყნდა: 21 ნოემბერი / ბოლო ვადა: 21 დეკემბერი
"New Life Holding" 2008 წელს დაარსდა საქართველოში და დღეს წარმოადგენს ერთ-ერთ წამყვან საერთაშორისო ორგანიზაციას, რომელიც სპეციალიზირებულია ხელოვნურ განაყოფიერებაზე, კვერცხუჯრედის დონაციასა და სუროგაციაზე. "New Life Holding" უკვე დაეხმარა 11 000-ზე მეტ წყვილს მშობლის როლის მიღებაში. ჩვენი გუნდი აერთიანებს გამოცდილ პერსონალს, რომლებიც ზრუნავენ თითოეული ოჯახის წარმატებაზე.

ჩვენი გუნდის წევრებს ვთავაზობთ:

** კონკურენტულ ანაზღაურების სისტემას;
** კორპორატიული ჯანმრთელობის დაზღვევის დაფინანსებას;
** Fitpass-თან პარტნიორობას;
** სხვადასხვა წამახალისებელ საჩუქარსა და გუნდურ ღონისძიებას;
** რეალურ შესაძლებლობას კარიერული განვითარებისათვის.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი: თბილისი, საირმის ქ.;
** გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:30-17:30 სთ ან 10:00-18:00 სთ;
** ანაზღაურება: ფიქსირებული 2500-3000 ლ.

ორგანიზაციის განვითარებიდან გამომდინარე ვეძებთ ჩვენი ერთ-ერთი შპს-თვის ახალ თანამშრომელს ბუღალტრის პოზიციაზე.

ძირითადი ამოცანები:

** კომპანიის ბუღალტრული აღრიცხვის წარმოება ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად;
** ყოველდღიური საბანკო გადარიცხვებისა (ადგილობრივი, საერთაშორისო) და ოპერაციების განხორციელება;
** ხარჯების მართვა (ბუღალტრულ სისტემაში კომპანიის პროგრამების მიხედვით ხარჯების აღრიცხვა);
** შემოსავლების (საბანკო, ტერმინალი, ნაღდი ფული) აღრიცხვა პაციენტებისა და ანექსების მიხედვით;
** საბანკო გატარებების განხორციელება;
** პარტნიორ კომპანიებთან ფინანსური ოპერაციებისა და შედარებების დროული შესრულება;
** ყოველთვიური დეკლარაციების (მოგება, საშემოსავლო, დღგ) მომზადება და გაგზავნა;
** წლიური ფინანსური ანგარიშგების მომზადება და გაგზავნა;
** სასაქონლო მატერიალური მარაგებისა და ძირითადი საშუალებების აღრიცხვა და კონტროლი;
** საბუღალტრო დოკუმენტაციის მართვა და მონიტორინგი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსების/ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
** ბუღალტრის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** უპირატესობა მიენიჭება მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილებას სამედიცინო დაწესებულებაში;
** მნიშვნელოვანია ინგლისური ენის მინ. B2 დონეზე ფლობა;
** სასურველია რუსული ენის სამუშაო დონეზე ფლობა;
** საგადასახადო კანონმდებლობის ცოდნა;
** ბუღალტრულ პროგრამების - 1C და ბალანსის ცოდნა;
** MS Office პროგრამების, განსაკუთრებით Excel-ის ცოდნა;

უნარ-ჩვევები:

** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობა;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV/რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: hr@newlifegeorgia.com და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!

შენიშვნა: თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 6 თვის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

"New Life Holding" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე