Робота для біженців з України
ბუღალტერი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბუღალტერი
მომწოდებელი: კომპანია
გამოქვეყნდა: 21 ნოემბერი / ბოლო ვადა: 21 დეკემბერი
გაზგასამართ სადგურების ქსელი აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.

სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00 (ოფისიდან)
მისამართი: თბილისი, მეტრო რუსთაველთან
ანაზღაურება: 3000 Net

ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:

** ბუღალტრული აღრიცხვის წარმოება მოქმედ სტანდარტებთან და კანონმდებლობასთან შესაბამისობაში.
** ყოველდღიური ბუღალტრული გატარებების ასახვა საბუღალტრო პროგრამაში.
** ყველა ანგარიშზე სწორი ნაშთების უზრუნველყოფა.
** თვის, კვარტლის და წლის დახურვა კომპანიაში არსებული ვადების შესაბამისად.
** დებიტორ-კრედიტორებთან ურთიერთანგარიშსწორება.
** ყოველთვიური დეკლარაციებისთვის ინფორმაციის მომზადება, სისწორის კონტროლი და შემოსავლების სამსახურში გადაგზავნა/წარდგენა, კანონმდებლობით დადგენილი წესით.
** ხელფასების და გადასახადების კალკულაცია.
** შემოწმების პროცესში შემოსავლების სამსახურთან და გარე აუდიტორებთან ურთიერთობა.
** სხვა ბუღალტრული საქმიანობის წარმოება, კომპანიის საჭიროებიდან გამომდინარე.
** სტატისტიკის დეპარტამენტის მიერ მოთხოვნილი ფორმების მომზადება და წარდგენა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უცილებელია საგადასახადო კანონმდებლობის და ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;
** მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება ბუღალტრის პოზიციაზე;
** საბუღალტრო პროგრამების ცოდნა, უპირატესობა მიენიჭება ORIS და FMG პროგრამაში მუშაობის გამოცდილებას;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ელ.ფოსტაზე: taka.tamuna@yahoo.com. გთხოვთ აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება!

თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე (CV) "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე (CV) შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე ან რეზიუმე (CV) შესაძლოა დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოაღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV).
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე