|
დასახელება:
მზარეული
|
| მომწოდებელი:
გურამიშვილის მარანი
|
|
გამოქვეყნდა: 21 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 21 დეკემბერი
|
"კახური ტრადიციული მეღვინეობა" ღვინის და სპირტიანი სასმელების მწარმოებელი ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა საქართველოში და კავკასიის რეგიონში. კომპანია დაფუძნდა 2001 წელს, KTW აწარმოებს ღვინოს, ბრენდს, შუშხუნა ღვინოს და ჭაჭას ტრადიციული ქართული ტექნოლოგიებით, რომელიც შერწყმულია თანამედროვე ტექნოლოგიებთან. ეს კომპანიას აძლევს შესაძლებლობას შეინარჩუნოს ღვინის ძველი, უნიკალური გემო და შექმნას საკუთარი ხელწერა და სტილი მსოფლიოს მასშტაბით.
შ.პ.ს. "კახური ტრადიციული მეღვინეობა" აცხადებს ვაკანსიას რესტორან "გურამიშვილის მარანში" მზარეულის პოზიციაზე.
მდებარეობა: საგურამო
სამუშაო გრაფიკი: სრული
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** სამზარეულოს ორგანიზაციული სტრუქტურის და ფუნქციონირების ძირითადი პრინციპების ცოდნა;
** კვების სფეროში მიღებული განათლება ჩაითვლება უპირატესობად.
ფუნქცია-მოვალეობები:
** ქართული სამზარეულოს ტექნოლოგიების საფუძვლიანად ცოდნა
** ტრადიციული კერძების მომზადების თანამედროვე ტექნიკებთან შერწყმის გამოცდილება (სასურველია)
** განსაკუთრებული და ცხელი წერტილის სრული პროცედურების ცოდნა: შეწვა, შათუშვა, მოთუშვა, შეხარშვა, გამოცხობა, რაც უმნიშვნელოვანესია - გემოზე დასმა!
** პროდუქტის თერმული დამუშავების სწორი რეჟიმების ცოდნა
** მენიუს მიხედვით სტანდარტების დაცვა (გრამაჟი, გემო, წარდგენის სტილი)
** სანელებლებისა და ქართული სუნელების სწორად გამოყენება
** ნახევარფაბრიკატების და წინასწარი მომზადების პროცესების ცოდნა
** სამუშაო სივრცის ორგანიზების მაღალ დონეზე ცოდნა
უნარ-ჩვევები:
** დროის მართვის უნარი;
** პუნქტუალურობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** მიზანმიმართული და შედეგებზე ორიენტირებული;
** დეტალების მიმართ ორიენტირებული;
თბილისიდან ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს კომპანია.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV), ელ-მისამართზე: hr@ktw.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება მზარეული.
შ.პ.ს. "კახური ტრადიციული მეღვინეობა" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
"თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნის შემთხვევაში, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ კომპანიის მიერ მუშავდება თქვენი პერსონალური მონაცემები (1 წლის განმავლობაში) შემდგომში თანამშრომლობის მიზნით."
|
|
|
|