|
დასახელება:
ელექტრიკოსი
|
| მომწოდებელი:
ლაქტალის ჯორჯია - სანტე
|
|
გამოქვეყნდა: 21 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 30 დეკემბერი
|
"ლაქტალის ჯორჯია" (ფრანგული ჯგუფის LACTALIS-ის წევრი - საერთაშორისო ლიდერი კომპანია რძის პროდუქტების წარმოებაში), რომელიც აერთიანებს ისეთ ცნობილ ბრენდებს, როგორებიცაა: სანტე, სანტინო, სანტისიმო, სანებო, President, Galbani, Parmalat - აცხადებს ვაკანსიას ელექტრიკოსის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი, კახეთის გზატკეცილი მე-10 კმ.
ძირითადი მოვალეობები:
** ყოველდღიურად წარმოების ელ.კვანძების, ავტომატიკის და მეტროლოგიის საშუალებათა შემოვლა - რევიზია;
** ელ. ენერგიაზე მომუშავე დანადგარების, ელ. კარადების და ელ. მოწყობილობების მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში მათი შეცვლა /შეკეთება;
** ყოველი დილით ჰაერის საკომპრესოროს და წყლის საქაჩი სადგურის მონაცემების აღება;
** ტერიტორიაზე განათების ჩართვა-გამორთვა;
** წარმოების მუშაობის დასრულების და მისი განახლების შემდეგ წყლის ტუმბოს და ჰაერის კომპრესორის ჩართვა/გამორთვა;
** ელექტროენერგიის გამორთვის შემთხვევაში უშუალო ხელმძღვანელთან ერთად სარეზერვო ხაზზე გადართვის სამუშაოების შესრულება;
** უშუალო ხელმძღვანელის მითითებით საჭიროების შემთხვევაში ასრულებს სხვა დამატებით დავალებებს.
უნარ-ჩვევები:
** ორგანიზებულობა, პუნქტუალობა, პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებისადმი ყურადღება;
პირობები:
** განაკვეთი: ცვლა ყოველ 4 დღეში ერთხელ;
** ჯანმრთელობის დაზღვევა.
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV (რეზიუმე) შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე hr@ge.lactalis.com და სათაურის გრაფაში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება - ელექტრიკოსი. კითხვების შემთხვევაში ან აპლიკაციის შესავსებად შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ შემდეგ ნომერზე -591 12 83 61 ან 032 2 241 241.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა - 2025 წლის 30 დეკემბერი.
გაცნობებთ, რომ ლაქტალის ჯორჯიას მიერ გამოცხადებულ ვაკანსიებზე გამოხმაურებით პერსონალური მონაცემები დამუშავდება სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით; ასევე თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება კომპანიის ბაზაში 3 წლის ვადით და შესაძლოა განხილულ იქნას სხვა რელევანტურ პოზიციაზე.
|
|
|
|