|
დასახელება:
HVAC ინჟინერი
|
| მომწოდებელი:
ბაუმერი
|
|
გამოქვეყნდა: 21 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 21 დეკემბერი
|
კომპანია Baumer - ბაუმერი ინოვატორი და მაღალკვალიფიციური გუნდით დაკომპლექტებული კომპანიაა, რომელიც სამი ძირითადი პროფილით პოზიციონირებს:
** საინჟინრო სისტემების პროექტირება.
** საინჟინრო სისტემებისათვის საჭირო მაკომპლექტებელი მასალის იმპორტი.
** საინჟინრო სისტემების საინსტალაციო სამუშაოების შესრულება.
** დღეისათვის ბაუმერს არაერთი მსხვილი და რეგიონალური მნიშვნელობის პროექტი აქვს შესრულებული.
** ბაუმერის გუნდი მუდმივად ვითარდება და აქტიურად მიჰყვება მსოფლიოში არსებულ უახლეს ტენდენციებსა და ტექნოლოგიებს.
კომპანია აცხადებს ვაკანსიას HVAC ინჟინრის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქცია/მოვალეობები:
პროექტირება და ტექნიკური დოკუმენტაცია:
** HVAC სისტემების (Heating, Ventilation, Air Conditioning) სამუშაო და დეტალური ნახაზების მომზადება
** სისტემების გათვლების შესრულება (სითბოს/გაგრილების ტვირთი, სტატიკური წნევა, ჰაერის ნაკადები და სხვ.)
** ნახაზების კორექტირება ტექნიკური დავალებებისა და ხელმძღვანელის მითითებების შესაბამისად
** ტექნიკური დოკუმენტაციის - სქემების, სპეციფიკაციების, BOQ-ის მომზადება და შემოწმება
** ნახაზებზე აუცილებელი ტექნიკური მონაცემების დატანა (duct sizing, pipe sizing, equipment schedule, airflow data და სხვ.)
ინტერდისციპლინარული თანამშრომლობა:
** მჭიდრო კომუნიკაცია სხვა დეპარტამენტებთან: Electrical, Plumbing, Fire Life Safety, Architecture, Structure
** პროექტის კოორდინაციულ შეხვედრებში მონაწილეობა
** სისტემების შეთავსება სხვა საინჟინრო კომუნიკაციებთან (clash detection, coordination drawings)
სამონტაჟო სამუშაოების მართვა და ზედამხედველობა
** სამუშაოების გადაცემა/მითითება HVAC საინსტალაციო ჯგუფებისთვის და მათი შესრულების მონიტორინგი
** მონტაჟის მასალებისა და მოწყობილობების შესაბამისობის კონტროლი ნახაზებსა და სპეციფიკაციებთან
** შესრულებული სამუშაოების ხარისხის შემოწმება და მიღება-ჩაბარება
** ობიექტზე ყოველდღიური პროცესების მონიტორინგი, ტექნიკური პრობლემების იდენტიფიცირება და დროული მოგვარება.
** უსაფრთხოების სტანდარტების კონტროლი.
ტექნიკური მხარდაჭერა და ანგარიშგება:
** ტექნიკური საკითხების მოგვარება პროექტირების, მონტაჟისა და გაშვება-დარეგულირების ეტაპებზე
** ხელმძღვანელობის ინფორმირება მიმდინარე, დაგეგმილი და შესრულებული სამუშაოების შესახებ
** ტექნიკური შუალედური და საბოლოო ანგარიშების მომზადება
** სისტემების ტესტირება, ბალანსირება და კომისიონირება (TAB პროცესში მონაწილეობა)
სხვა ზემოდან გამომდინარე მოვალეობები
** კომპეტენციის ფარგლებში ხელმძღვანელის მითითებების შესრულება
** მომწოდებლებთან, ქვეკონტრაქტორებთან და ტექნიკურ წარმომადგენლებთან ტექნიკური საკითხების შეთანხმება.
მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება მექანიკურ ინჟინერიაში, ინჟინერიის ფაკულტეტი, სასურველია HVAC სპეციალიზაციით
** მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება MEP პროქტების და HVAC სისტემების მიმართულებით,
** სასურველი ინგლისურის ცოდნა.
** შრომის უსაფრთხოების სტანდარტების ცოდნა
** საოფისე პროგრამებისა და შესაბამისი საინჟინრო კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.
პროფესიული უნარები:
** ორგანიზებულობა
** ტექნიკური ანალიზის უნარი
** გუნდური მუშაობა
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
** დროის ეფექტიანად მართვის უნარი
** მოტივირებული
** მიზანდასახული
** პასუხისმგებლობიანი.
სამუშაო განაკვეთი - ორშაბათი- პარასკევი 10:00-19:00 ან 09.00-18:00.
სამუშაო ადგილი: ბათუმი
მივლინება: საჭიროებისამებრ თბილისსა და რეგიონებში.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: career@baumer.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
|
|
|
|