Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=683853&print=yes&view=jobs
 
კარდიოლოგიის დეპარტამენტის მორიგე ექთანი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კარდიოლოგიის დეპარტამენტის მორიგე ექთანი
მომწოდებელი: კლინიკა ჰელსიკორი
გამოქვეყნდა: 21 ნოემბერი / ბოლო ვადა: 05 დეკემბერი
შპს "ისრაელი-საქართველოს სამედიცინო კვლევითი კლინიკა ჰელსიკორი" აცხადებს ვაკანსიას კარდიოლოგიის დეპარტამენტში მორიგე ექთნის პოზიციაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

სავალდებულოა კანდიდატმა წარმოადგინოს:

** პროფესიული კოლეჯის პრაქტიკოსი ექთნის სწავლების დიპლომი ან სტუდენტის ცნობა;
** უმაღლესი სასწავლებლის სამკურნალო ფაკულტეტის მე-4 კურსის სტუდენტის ცნობა.

გამოცდილება: მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება

ძირითადი მოვალეობები:

** კვალიფიციური საექთნო მომსახურების გაწევა კომპანიაში დანერგილი გაიდლაინების გათვალისწინებით;
** საექთნო მანიპულაციების შესრულება;
** საექთნო დოკუმენტაციის წარმოება;
** კლინკის შიდა საექთნო განათლებაში მონაწილეობის მიღება:
** შიდა სტანდარტების შესრულება.

აუცილებელი უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი დონე
** ორგანიზებულობა
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** გუნდური მუშაობის უნარი
** კომუნიკაბელურობა
** კომპიუტერულ პროგრამებთან მუშაობის უნარი (Microsft Word, Excel)

სამუშაო განრიგი: მორიგე - ოთხ დღეში ერთხელ 24 საათიანი მორიგეობა.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი CV ფოტოსურათით 2025 წლის 05 დეკემბრის ჩათვლით შემდეგ მისამართზე: info@hcore.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია