Робота для біженців з України
სარემონტო ობიექტის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სარემონტო ობიექტის მენეჯერი
მომწოდებელი: რენოვორქსი
გამოქვეყნდა: 21 ნოემბერი / ბოლო ვადა: 21 დეკემბერი
შპს "რენოვორქსი" ქმნის სრულ შიდა სარემონტო სამუშაოებსა და ინტერიერის დიზაინს. კომპანია 2017 წლიდან ფუნქციონებს და შესაძლებლობას აძლებს მომხმარებლებს მათი საოცნობო სახლი რეალობად აქციოს.

შპს "რენოვორქსი" აცხადებს ვაკანსიას სარემონტო ობიექტის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე, 10:00 საათიდან 19:00 საათამდე.

ჩვენ გთავაზობთ:

** დინამიკური და სწრაფად განვითარებადი სამუშაო გარემო;
** პროფესიული ტრენინგები და განვითარების შესაძლებლობა;
** მეგობრული და გუნდურ სამუშაო გარემო.

მოთხოვნები:

** განათლება ბიზნესის ადმინისტრირების ან მენეჯმენტის მიმართულებით;
** გუნდის მართვის გამოცდილება;
** სასურველია სარემონტო მასალების და შესასრულებელი სამუშაოების სტანდარტების ცოდნა, თუმცა არ არის აუცილებელი;
** აუცილებელია ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.

ძირითადი მოვალეობები:

** სარემონტო პროცესების დაგეგმა, მათი დროში განაწილება და შესრულების მონიტორინგი;
** კომპანიაში დანერგილი სარემონტო პროცესების სტანდარტებისა და წესების დაცვა;
** შესრულებული სამუშაოების მიღება/ჩაბარება და ხარისხის კონტროლი;
** მასალების მიღება, აღრიცხვა და დანახარჯების კონტროლი;
** საჭირო მასალების დროულად შეკვეთა, მარაგების კონტროლი;
** სამუშაოების ბრიგადებზე და ჯგუფებზე სწორად განაწილება და შესრულების მონიტორინგი;
** ტექნიკური დოკუმენტაციების ზუსტად და სწორად შევსება (სხვადასხვა ჟურნალი, აქტი, კომპანიის მიერ დამტკიცებული ფორმა)
** შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვა;
** უსაფრთხოების ინსტრუქციების თანამშრომლებისთვის გაცნობა და მათი შესრულების მონიტორინგი;
** პრობლემური სიტუაციების დროულად აღმოჩენა, გადაწყვეტილების სწრაფად მიღება და პრევენციის მიზნით ინიციატივებისა და რეკომენდაციების ხელმძღვანელისთვის წარდგენა;

უნარ-ჩვევები:

** ლიდერობის და გუნდის მართვის უნარი;
** სამუშაო პროცესების დაგეგმვა და კოორდინაციის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** გადაწყვეტილების სწრაფად და ეფექტურად მიღების უნარი;
** მოლაპარაკებების წარმოების უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე მითითებულ ელ-ფოსტაზე: renoworks.geo@gmail.com და სათაურის ველში "სარემონტო ობიექტის მენეჯერი"

თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინეთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები შპს "რენოვორქსი"-ს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის შემდგომი 6 თვის განმავლობაში.

შპს "რენოვორქსი" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე