|
დასახელება:
უმცროსი ბიზნეს ანალიტიკოსი
|
| მომწოდებელი:
კრედიტინფო საქართველო
|
|
გამოქვეყნდა: 21 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 29 ნოემბერი
|
სს საკრედიტო საინფორმაციო ბიურო "კრედიტინფო საქართველო" აცხადებს ვაკანსიას უმცროსი ბიზნეს ანალიტიკოსის თანამდებობაზე.
თანამდებობა: უმცროსი ბიზნეს ანალიტიკოსი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00
ფუნქციები და მოვალეობები:
** მონაცემთა სუბიექტების მიერ დაფიქსირებული პრეტენზიების მართვის პროცესში მონაწილეობა.
** პრეტენზიის საკითხის შესწავლა და შეფასება.
** ბიუროს ბაზაში მოცემულ მონაცემთა შეუსაბამობების იდენტიფიცირება.
** მონაცემთა ტენდენციების შეგროვება და ინტერპრეტაცია, შედეგების ანალიზი.
** მონაცემთა პანელების, გრაფიკების და ვიზუალიზაციის შექმნა.
** ავტომატიზირებული ანგარიშების შექმნა მოთხოვნილი მონაცემების უწყვეტი მიწოდების უზრუნველსაყოფად და მონაცემთა ხარისხის მონიტორინგისთვის ბიუროს მონაცემთა ბაზაში.
** ბიზნესის განვითარების დეპარტამენტთან მჭიდრო თანამშრომლობა ბიუროს ახალი პროდუქტის დანერგვის ან არსებულის გადახედვის/გაუმჯობესების მიზნით.
** სხვადასხვა სიმულაციების/ანალიტიკური დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:
** საოფისე პროგრამა Excel-ის ცოდნა
** მონაცემების ანალიზის, მოდელირებისა და ინტერპრეტაციის უნარი
** სიზუსტე და დეტალებისადმი ყურადღება
კანდიდატის შერჩევა მოხდება რეზიუმეს, გასაუბრების და ტესტირების საფუძველზე. დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, 2025 წლის 29 ნოემბრამდე გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგი ელფოსტის მისამართზე: hr@creditinfo.ge.
|
|
|
|