|
დასახელება:
მონიტორინგის სპეციალისტი
|
| მომწოდებელი:
ნავთობკომპანია ქონექთი
|
|
გამოქვეყნდა: 21 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 21 დეკემბერი
|
ნავთობკომპანია "ქონექთი" 2014 წლიდან ოპერირებს ადგილობრივ ბაზარზე და ამ ეტაპზე წარმოადგენს 140 - მდე ობიექტს ქვეყნის მასშტაბით. კომპანია მზარდი ტემპით ვითარდება და ამჟამად აერთიანებს 1000 მდე მეტ თანამშრომელს.
"ქონექთი" აცხადებს ვაკანსიას მონიტორინგის სპეციალისტის პოზიციაზე.
სამუშაო პირობები:
** გრაფიკი: სტანდარტული 10:00 - 18:00 სთ;
** ანაზღაურება: 2000 ლარი (NET);
** ჯანმრთელობის დაზღვევა.
ფუნქცია-მოვალეობები:
** ავტოგასამართ სადგურის ქსელის ობიექტებზე გასვლა და ადგილზე მონიტორინგის ჩატარება;
** სერვისის, ოპერაციული პროცესების და ვიზუალური სტანდარტების კონტროლი;
** პრობლემური საკითხების იდენტიფიცირება და შესაბამის დეპარტამენტთან კომუნიკაცია;
** მონიტორინგი თანამშრომლების სამუშაო აღრიცხვასთან დაკავშირებით;
** უშუალო ხელმძღვანელისგან სხვა დავალებების შესრულება და რეპორტის წარმოება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** მარტის მოწმობა - B კატეგორია;
** საოფისე პროგრამების საშუალო დონეზე ცოდნა (MS Excel).
** სასურველია ძალოვან უწყებებში გამოცდილება.
პიროვნული კომპეტენციები და უნარები:
** მაღალი პასუხისმგებლობა და დაკვირვებულობა;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ-ფოსტის მისამართზე: career@connect.com.ge 2025 წლის 21 დეკემბრის ჩათვლით და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მონაცემთა ბაზაში შეინახება 6 თვის ვადით.
კომპანია ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.
წარმატებებს გისურვებთ!
|
|
|
|