Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=683774&print=yes&view=jobs
 
ლოგისტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანაშემწე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ლოგისტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანაშემწე
მომწოდებელი: ენგადი
გამოქვეყნდა: 21 ნოემბერი / ბოლო ვადა: 21 დეკემბერი
სს "მარგებელი ჰოლდინგი" ქართველი და შვეიცარელი ინვესტორების მიერ ოთხი მსხვილი კომპანიის გაერთიანების შედეგად დაფუძნებული ჰოლდინგია, რომლის შექმნაც მჭიდროდ უკავშირდება სს "წყალი მარგებლის" (ნაბეღლავი, ბახმარო, რაუხის წვენები) წარმატების ხანგრძლივ ისტორიას.

დღეისათვის "მარგებელი ჰოლდინგის" შემადგენლობაშია ოთხი კომპანია - სს "წყალი მარგებელი", შპს "ენგადი", შპს "მარნეულის სასურსათო ქარხანა", შპს "მარნეული აგრო".

ამჯერად, სს "მარგებელი ჰოლდინგში" შემავალი სადისტრიბუციო კომპანია "ენგადი" აცხადებს ვაკანსიას ლოგისტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანაშემწის თანამდებობაზე.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი, ჯანმრთელობის დაზღვევა

ძირითადი მოვალეობები:

** დოკუმენტბრუნვის წარმოება;
** ლოგისტიკის დეპარტამენტის საოპერაციო/ადმინისტრაციული საქმიანობის ეფექტურად წარმართვის უზრუნველყოფა;
** დეპარტამენტის ხელმძღვანელის სამუშაო დღის ორგანიზება და ყოველდღიური პროცესების კოორდინაცია: შეხვედრების დაგეგმვა, დოკუმენტირება, რეპორტინგი;
** საჭიროების შემთხვევაში, სხვადასხვა სახის მონაცემთა ბაზების წარმოება და განახლება;
** საჭიროების შემთხვევაში სხვადასხვა ტიპის ანგარიშების/რეპორტების მომზადება, მათ შორის ERP სისტემაში;
** საჭიროების შემთხვევაში პერიოდული ვიზიტები საწყობ (ებ)ში/ლოგისტიკურ ცენტრ (ებ)ში სამუშაო პროცესების მიმდინარეობის ადგილზე დაკვირვებისა და შეფასების მიზნით;
** საწყობებში ხარისხისა და შრომის უსაფრთხოების კონტროლი და მასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მართვა;
** ერთ-ერთ პროექტში პროდუქტის ნაშთების კონტროლი, აღრიცხვა და პერიოდული ანგარიშგება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** იგივე ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება;
** დოკუმენტებთან მუშაობისა და საქმიანი მიმოწერის გამოცდილება;
** ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა;
** MS Office;

უნარები/პიროვნული კომპეტენციები:

** ძლიერი ანალიტიკური და ლოგიკური უნარები;
** გუნდში მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** სამუშაოს დადგენილ ვადებში შესრულების უნარი.

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ჩვენს ელ.ფოსტაზე: HR@bakhmaro.ge გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი და სამუშაოს ადგილმდებარეობა.

სს "მარგებელი ჰოლდინგი" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!

სს "მარგებელ ჰოლდინგში" თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სს "მარგებელი ჰოლდინგის" მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებულ იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია