Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=683766&print=yes&view=jobs
 
იურისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: იურისტი
მომწოდებელი: სადაზღვევო კომპანია ვაიზერი
გამოქვეყნდა: 21 ნოემბერი / ბოლო ვადა: 21 დეკემბერი
სს "Wizer დაზღვევა" აცხადებს ვაკანსიას იურისტის (დებიტორული დავალიანების მართვაზე პასუხისმგებელი იურისტი) პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** დებიტორული დავალიანების მართვის დროს სასამართლოში, აღსრულების ეროვნულ ბიუროსა და ნებისმიერ მესამე პირთან სადაზღვევო კომპანიის სახელით წარმომადგენლობა;
** წარმომადგენლობის მიზნით შესაბამისი სამართლებრივი დოკუმენტაციის მომზადება;
** დავის განხილვაში მონაწილეობა;
** მორიგების მიზნით მხარეებთან კომუნიკაცია;
** მიმდინარე საქმეებზე რეპორტის/ანგარიშის წარმოება;
** სხვა დავალებების შესრულება, რომელიც დაკავშირებულია დებიტორული დავალიანებების მართვასთან;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი იურიდიული განათლება;
** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;

სავალდებულოა შემდეგი კანონმდებლობის სრულყოფილად ცოდნა:

** უმაღლესი იურიდიული განათლება მინიმუმ ბაკალავრიატის ხარისხით;
** საკანონმდებლო ბაზის ცოდნა (სამოქალაქო კოდექსი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, აღსრულების შესახებ საქართველოს კანონი და ა.შ);

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ეფექტური წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
** ინფორმაციის მოძიების და გადამუშავების უნარი;
** ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდში მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** სამუშაოს სწორად დაგეგმვის და ორგანიზების უნარი;
** სტრესულ ვითარებაში მუშაობის უნარი;
** პუნქტუალურობა.

ანაზღაურება: ყოველთვიური ფიქსირებული ანაზღაურება განისაზღვრება კონკრეტული კანდიდატის გამოცდილებისა და შესაბამისი კომპეტენციის გათვალისწინებით რასაც დაემატება ამოღებული თანხის საკომისიო (პროცენტი იქნება მზარდი და განისაზღვრება ინდივიდუალურად, კანდიდატის გამოცდილებისა და კომპეტენციის შესაბამისად).

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: hr@wizer.ge და სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

შენიშვნა: წინამდებარე ვაკანსიის მიზნებისთვის, თქვენ მიერ CV-ს წარდგენა გულისხმობს თქვენი პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და
თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ
გამოცხადებული ვაკანსიისთვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ, რომ სს "wizer დაზღვევამ" შეწყვიტოს კონკრეტული ვაკანსიისთვის მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კომპანიას საკონტაქტო მონაცემებზე: hr@wizer.ge ან/და ტელეფონის ნომერზე: (0322 185 555). გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების გამოგზავნით, თქვენ
ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა სს "wizer დაზღვევა"-ში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად. წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც სს "wizer დაზღვევა"-ში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.

გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე და შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია