|
დასახელება:
გრაფიკული დიზაინერი
|
| მომწოდებელი:
კავკასიის ტურისტული ჰოლდინგი CTH
|
|
გამოქვეყნდა: 21 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 21 დეკემბერი
|
შემოგვიერთდი CTH -ს გუნდში! თბილისი | სრული განაკვეთი | გრაფიკული დიზაინერი.
კომპანია 2010 წლიდან წარმოადგენს ტურისტულ ჰოლდინგს და მუშაობს როგორც გამყვან, ასევე შემომყვან ტურიზმზე. მასში გაერთიანებულია, თავის სფეროში, ბაზარზე ლიდერი კომპანიები: GASA- რომელიც გამყვანი ტურიზმითაა დაკავებული, ეწევა ავიაბილეთებისა და ტურისტული პაკეტების რეალიზაციას და ოფიციალური სავაჭრო აგენტია საქართველოში ისეთი კომპანიების, როგორიცაა: Pegasus Airlines, Air Arabia. GDM კი შემომყვანი ტურიზმითაა დაკავებული, პარტნიორები ჰყავს "გალფი"-სა და "დე სე თე"-ს ქვეყნებში და მუშაობს ბ2ბ მიმართულებით.
ვეძებთ კრეატიულ და დეტალებზე ორიენტირებულ გრაფიკულ დიზაინერს, რომელსაც უყვარს ესთეტიკა, მოგზაურობა და თანამედროვე ბრენდის ვიზუალური განვითარება.
სამუშაო ადგილი: თბილისი, მერაბ კოსტავას ქუჩა №14 (სტამბა)
სამუშაო დრო: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00 მდე;
შრომის ანაზღაურება: ანაზღაურება დამოკიდებულია სამუშაო გამოცდილებაზე;
ფუნქცია-მოვალეობები:
** სოციალური მედიის ვიზუალური მასალების მომზადება;
** ბუკლეტების, პრეზენტაციებისა და სარეკლამო მასალების დიზაინი;
** ბრენდის ვიზუალური სტანდარტების დაცვა და განვითარება;
** მარკეტინგის გუნდთან თანამშრომლობა კამპანიების ვიზუალური იდენტობის შესამუშავებლად;
** ახალი, კრეატიული იდეების შექმნა და განხორციელება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მინიმუმ 1-2 წლიანი სამუშაო გამოცდილება გრაფიკულ დიზაინში;
** Adobe Photoshop-ის, Illustrator-ის და Canva-ს ცოდნა (After Effects ჩაითვლება უპირატესობად) ვიზუალური გემოვნება და კრეატიული აზროვნება;
** გუნდური მუშაობისა და დამოუკიდებლად ამოცანების შესრულების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე და დროის ეფექტური მართვის უნარი;
თუ გჯერა, რომ დიზაინით შეგიძლია ინსპირაცია გაუჩინო სხვებს, ჩვენ სწორედ შენ გეძებთ.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ პორტფოლიო და CV შემდეგ მისამართზე: hr@cth.ge და Subject ველში მიუთითეთ: გრაფიკული დიზაინერი.
|
|
|
|