|
დასახელება:
ყბა-სახის ქირურგის ასისტენტი
|
| მომწოდებელი:
სტომატოლოგიური კლინიკა PERSONA
|
|
გამოქვეყნდა: 21 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 21 დეკემბერი
|
"Persona Dental Clinic" ეძებს გამოცდილ ასისტენტს ყბა-სახის ქირურგისთვის.
მთავარი მოვალეობები:
** ქირურგის ასისტირება პროცედურებსა და ოპერაციებზე.
** სამუშაო ოთახის მომზადება პაციენტის მიღების წინ
** ინსტრუმენტების, მასალებისა და აღჭურვილობის სტერილობის უზრუნველყოფა
** პაციენტთან კომუნიკაცია და მხარდაჭერა პროცედურამდე/პროცედურის შემდეგ
** გუნდის სხვა წევრებთან კოორდინაცია
საჭირო მოთხოვნები:
** აუცილებელია რუსული ენის ცოდნა
** ასისტენტად მუშაობის გამოცდილება, სასურველია ყბა-სახის ქირურგიაში
** ინფექციის კონტროლისა და სტერილიზაციის პრინციპების ცოდნა
** პასუხისმგებლობა, სისწრაფე და გუნდურად მუშაობის უნარი
** დეტალებზე ორიენტირებულობა და სტრესულ გარემოში მუშაობის შესაძლებლობა
ჩვენ გთავაზობთ:
** თანამედროვე აღჭურვილობით სამუშაო გარემოს
** სტაბილურ, ზრდაზე ორიენტირებულ გუნდში მუშაობას
** კომფორტულ სამუშაო გრაფიკს და პროფესიულ განვითარებას
თუ გაქვს შესაბამისი გამოცდილება და სურვილი იმუშაო პროფესიონალების გუნდში, გამოგვიგზავნე რეზიუმე: personadentalgeorgia@gmail.com ან დაგვიკავშირდით: 591-88-64-91
|
|
|
|