Робота для біженців з України
მიმტანი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მიმტანი
მომწოდებელი: Ramada by Wyndham Tbilisi Old City
გამოქვეყნდა: 21 ნოემბერი / ბოლო ვადა: 21 დეკემბერი
"Wyndham Hotels and Resorts" არის სასტუმროების ქსელი რომელიც დაარსდა 1981 წელს ნიუჯერსიში, აშშ. ქსელი გამოირჩევა მსოფლიოში ყველაზე მეტი ფრანჩაიზების რაოდენობით და აერთიანებს ისეთ ბრენდებს, როგორებიცაა Baymont, La Quinta, Ramada, Wyndham და სხვა.

"Ramada by Wyndham Tbilisi Old City" მდებარეობს ძველი თბილისის შუაგულში. სასტუმროს ტერასიდან იშლება ხედი ქალაქზე. ტერიტორიაზე უძველესი ისტორიული მარანი, რესტორანი და ტერასაა განთავსებული. მარანი, რომელიც მშენებლობის დროს სრულიად შემთხვევით იქნა აღმოჩენილი, საუკუნეებს ითვლის და დღეს თავისი ფუნქციები სრულად აქვს აღდგენილი. ძველი თბილისის ხასიათის თანხვედრა სასტუმროს თანამედროვე სტილთან ესთეტიკურ ერთიანობას ქმნის და სტუმარს ყოველთვის სასიამოვნო გარემოს უქმნის.

სასტუმრო "Ramada by Wyndham Tbilisi Old City" აცხადებს ვაკანსიას მიმტანის პოზიციაზე.

პირობები:

** გრაფიკი: 2/2
** ანაზღაურება: 1200 ლარი + ბონუსი.

ან

** გრაფიკი: ნახევარი განაკვეთი 4 საათი 5/2 (დილის 8:00 საათიდან 13:00 საათამდე)
** ანაზღაურება: 500 ლარი.

** კვება
** ჯანმრთელობის დაზღვევა
** ტრანსპორტირება ღამის საათებში

ძირითადი მოვალეობები:

** მენიუში არსებული ყველა საკვებისა და სასმლის პოზიციების ცოდნა და მათი სტუმრისთვის სწორად შეთავაზება
** მაღალი სტანდარტით სერვისის უზრუნველყოფა და სტუმრის მოთხოვნებზე სწრაფი რეაგირება;

მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება სასურველია.
** ინგლისური ენის ცოდნა აუცილებელია

გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელ.მისამართზე: hr@ramadatbilisioldcity.com

სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება და სამუშაო განაკვეთი!

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე