Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=683689&print=yes&view=jobs
 
ობიექტის ზედამხედველი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ობიექტის ზედამხედველი
მომწოდებელი: ოქტა
გამოქვეყნდა: 21 ნოემბერი / ბოლო ვადა: 19 დეკემბერი
"ოქტა" მზარდი სამშენებლო კომპანიაა, რომელიც 2019 წლიდან წარმატებით ახორციელებს სამშენებლო პროექტებს და დასრულებული აქვს 200 000მ2-ზე მეტი მრავალფუნქციური ობიექტის მშენებლობა.

2025 წლიდან, განახლებული სახელით და საერთაშორისო სტანდარტებზე მორგებული პროექტების მართვის სისტემით, ოქტა აგრძელებს განვითარებას და აძლიერებს გუნდს მაღალი კვალიფიკაციის მქონე პროფესიონალებით.

"ოქტა" აცხადებს ვაკანსიას ობიექტის ზედამხედველის პოზიციაზე.

პოზიციის მოკლე აღწერილობა:

ობიექტის ზედამხედველი / Site Supervisor პასუხისმგებელია სამშენებლო ობიექტზე ყოველდღიური სამუშაოების უშუალო ხელმძღვანელობაზე, ხელოსანთა და მუშათა ბრიგადების კოორდინაციაზე, მასალებით, მცირე მექანიზმებით და სხვა რესურსებით სამუშაოების უზრუნველყოფაზე.

ძირითადი მოვალეობები

სამუშაოთა შემსრულებლების (ხელოსნები, ბრიგადები, მუშები) ხელმძღვანელობა:

** შემსრულებელთა ყოველდღიური სამუშაოების ორგანიზება, ხელმძღვანელობა და მონიტორინგი (ბლოკების, სართულების, ცვლების ან ტერიტორიების მიხედვით, რომელსაც განსაზღვრავს ობიექტის ხელმძღვანელი)
** სამუშაო დავალებების განაწილება ბრიგადებს შორის და მათ შესრულებისთვის ყველა საჭირო პირობის უზრუნველყოფა ობიექტის ხელმძღვანელის მითითებების შესაბამისად

სამუშაოების კოორდინაცია და კონტროლი:

** ყოველდღიური სამუშაოების შესრულების ტემპისა და მოცულობის მონიტორინგი
** სამუშაოების ხარისხისა და ტექნიკური სტანდარტების დაცვის კონტროლი
** ხარვეზების იდენტიფიცირება და მათი გამოსწორების ორგანიზება

მასალებისა და მცირე მექანიზმების მართვა:

** ობიექტის კოორდინატორთან/ Site Coordinator თანამშრომლობა დამხმარე ადამიანი რესურსის., მასალებისა და მცირე მექანიზმების (ხელის ხელსაწყოები, მსუბუქი აღჭურვილობა) საჭიროების იდენტიფიცირების, დაგეგმვისა და განაწილებისთვის
** მასალების ეფექტური გამოყენებისა და ნარჩენების ოპტიმალური მართვის უზრუნველყოფა.

უსაფრთხოების ზედამხედველობა:

** სამუშაო ადგილზე უსაფრთხოების ნორმების დაცვის მონიტორინგი
** მუშებისთვის უსაფრთხოების ინსტრუქციების გაცნობა და დაცვის კონტროლი.

ანგარიშგება:

** ყოველდღიური სამუშაოების პროგრესისა და პრობლემების შესახებ ანგარიშის მომზადება ობიექტის ხელმძღვანელისთვის
** სამუშაო ჟურნალების შევსება და სამუშაოების დოკუმენტირება
ანგარიშვალდებულება
** ობიექტის ზედამხედველი ანგარიშვალდებულია ობიექტის ხელმძღვანელის მიმართ, უზრუნველყოფს სამუშაოების შესრულებას დადგენილი გეგმისა და ხარისხის სტანდარტების შესაბამისად, ყოველდღიურად.

კვალიფიკაცია და განათლება

** უმაღლესი განათლება სამშენებლო ინჟინერიის მიმართულებით
** მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება, სამშენებლო ობიექტების ზედამხედველის პოზიციაზე
** სამშენებლო ნორმებისა ცოდნა
** MS Office-ის და დოკუმენტაციის მართვის სისტემების ცოდნა

ოქტა ეძებს გუნდის წევრს, რომელიც:

** ორიენტირებულია დეტალებზე და შედეგზე
** მართავს დროს ეფექტურად და თანმიმდევრულია
** აქვს პასუხისმგებლობის მაღალი დონე და იცავს ანგარიშგების დადგენილ წესებს
** ფლობს კომუნიკაციის განსაკუთრებულ უნარებს და შეუძლია გუნდთან ეფექტური თანამშრომლობა
** იღებს გადაწყვეტილებებს სწრაფად და ოპერატიულად რეაგირებს კრიტიკულ სიტუაციაში

ოქტა გთავაზობთ:

** სტაბილურ და განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს
** პროფესიონალებით დაკომპლექტებულ მეგობრულ გუნდს
** მხარდაჭერას პროფესიულ განვითარებაში
** სამედიცინო დაზღვევას

სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი (სამშენებლო ობიექტზე)
ოფისის მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი N188ა
ანაზღაურება: შეთანხმებით

თუ თვლი, რომ ამ პოზიციის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს აკმაყოფილებ, გთხოვთ გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელ. ფოსტაზე: info@octa.ge არაუგვიანეს 19.12.2025წ; სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია