|
დასახელება:
პროექტის მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
ოქტა
|
|
გამოქვეყნდა: 21 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 19 დეკემბერი
|
"ოქტა" მზარდი სამშენებლო კომპანიაა, რომელიც 2019 წლიდან წარმატებით ახორციელებს სამშენებლო პროექტებს და დასრულებული აქვს 200 000მ2-ზე მეტი მრავალფუნქციური ობიექტის მშენებლობა.
2025 წლიდან, განახლებული სახელით და საერთაშორისო სტანდარტებზე მორგებული პროექტების მართვის სისტემით, ოქტა აგრძელებს განვითარებას და აძლიერებს გუნდს მაღალი კვალიფიკაციის მქონე პროფესიონალებით.
"ოქტა" აცხადებს ვაკანსიას პროექტის მენეჯერის პოზიციაზე.
პოზიციის მოკლე აღწერილობა:
პროექტის მენეჯერი მოქმედებს როგორც ხიდი დამკვეთს, გარე მხარეებსა და ობიექტის გუნდს (ხელმძღვანელი, ზედამხედველი, კოორდინატორი) შორის, რაც უზრუნველყოფს ინფორმაციის ნაკადის სისტემატიზაციას და პროექტის ერთიან მართვას.
პროექტის მენეჯერი პასუხისმგებელია პროექტის სრულ ციკლზე — დაგეგმვიდან ობიექტის ჩაბარებამდე. ის არის დამკვეთის ერთადერთი საკონტაქტო პირი, უზრუნველყოფს დამკვეთის მოთხოვნების თარგმნას, ყველა დაინტერესებული მხარის (არქიტექტორები, ინჟინრები, კონსტრუქტორები, კონსულტანტები, ქვეკონტრაქტორები) კოორდინაციას, ბიუჯეტისა და გეგმა-გრაფიკის კონტროლს.
პროექტის მენეჯერი მჭიდროდ თანამშრომლობს ობიექტის ხელმძღვანელთან (საიტის მენეჯერთან), ზედამხედველთან და კოორდინატორთან, რათა უზრუნველყოფილ იქნას ობიექტზე სამუშაოების შესრულება პროექტის მიზნების, ხარისხისა და ვადების შესაბამისად. ის ანგარიშვალდებულია ტექნიკური დირექტორის ან/და კომპანიის ხელმძღვანელობის წინაშე.
ძირითადი მოვალეობები:
პროექტის დაგეგმვა (აქ არ იგულისხმება სამშენებლო გეგმა გრაფიკი) და მისი განხორციელების ორგანიზება:
** დამკვეთის მოთხოვნებისა და პროექტის საჭიროებების იდენტიფიცირება, პროექტის სქოუფის (Scope of Work) მომზადება
** პროექტს იბარებს ხელშეკრულების გაფორმების ეტაპზე, და მართავს პროექტს ხელშეკრულებასთან სრულ შესაბამისობაში
** პროექტის მართვის გუნდის ფორმირება, კომპანიის შიდა რესურსების გამოყენებით ან/და გარე რესურსების (ქვეკონტრაქტორები, კონსულტანტები) მოზიდვით. ამზადებს პროექტის მართვის მატრიცას საკონტაქტო და პასუხისმგებელი პირების მითითებით რასაც ათანხმებს შესაბამისი მიმართულებების ხელმძღვანელობასთან
** პროექტის განხორციელების სამოქმედო გეგმის შემუშავება ყველა ეტაპზე და მიმდინარეობისას ყოველკვირეულად
** სამშენებლო გეგმა-გრაფიკის შემუშავების კოორდინაცია, მისი შესაბამისობის კონტროლი
ბიუჯეტის კონტროლი და მართვა:
** პროექტის ბიუჯეტის შემუშავების პროცესის კოორდინაცია, დადგენილი ბიუჯეტის მართვა და ხარჯების მონიტორინგი
** დამკვეთთან ანგარიშსწორების პროცედურების წარმოება წინასწარ შეთანხმებული პირობების მიხედვით
** ფინანსური რისკების იდენტიფიცირება (მაგ., გადახდების შეფერხება) და მათი მოგვარების ზომების მიღება, შესაბამის მხარეებთან შეთანხმებით
პროექტის დოკუმენტაციის წარმოება:
** პროექტის ყველა სახის დოკუმენტაციის (ხელშეკრულებები, დამატებები, გეგმები, ანგარიშები, ცვლილებები) მოთხოვნა, შექმნა, შემოწმება და დამტკიცება
** საპროექტო და სანებართვო დოკუმენტაციის მიღების, ორგანიზებისა და განაწილების უზრუნველყოფა, მათ შორის ნებართვების, ლაბორატორიული ან/და შუალედური ექსპერტიზების და სხვა აუცილებელი დოკუმენტაციის შექმნის/მოწოდების მართვა
** ხელშეკრულების მართვა: სახელშეკრულებო პირობების შესრულების კონტროლი, ცვლილებების შეტყობინებების გაგზავნა, დამატებითი შეთანხმებების გაფორმება საჭიროების შემთხვევაში კომპანიის იურიდიული სამსახურის ჩართულობით
პროექტის პროგრესის მართვა და კონტროლი:
** პროექტის მიმდინარეობის შეფასება გეგმა-გრაფიკისა და ბიუჯეტის შესაბამისობის თვალსაზრისით, საჭიროების შემთხვევაში დაუყოვნებელი ზომების მიღება
** პროექტის რისკების (ტექნიკური, ფინანსური, ორგანიზაციული) იდენტიფიცირება, ანალიზი და შემცირების ან/და "რბილი დაშვების" ზომების განხორციელება შესაბამისი მხარეების ჩართულობით
** ობიექტის ხელმძღვანელის (Site Manager, ზედამხედველისა (Site Superviser) და კოორდინატორის (Site Coordinator) მიერ მომზადებული ანგარიშების (მაგ., ყოველდღიური ანგარიშის, ფორმა 2- ის, მომარაგების გეგმა Procurement Plan) განხილვა, მყისიერი რეაგირება გამოვლენილ პრობლემებზე (მაგ., მასალების ნაკლებობა, შეფერხებები და სხვა).
კომუნიკაცია და ანგარიშგება:
** დამკვეთთან მუდმივი კომუნიკაციის უზრუნველყოფა, როგორც ერთადერთი საკონტაქტო პირი, მათი მოთხოვნების, ცვლილებებისა და მოლოდინების თარგმნა და ყველა ჩართული მხარის ინფორმირება და შესაბამისი ინსტრუქციების დისტრიბუცია
** ყველა დაინტერესებული მხარის (არქიტექტორები, ინჟინრები, კონსტრუქტორები, კონსულტანტები, ქვეკონტრაქტორები, სამშენებლო/ტექნიკური დეპარტამენტი) კოორდინაცია, ინფორმაციის დროული გაცვლისა და რეაგირების უზრუნველყოფა
** რეგულარული სტატუს-ანგარიშების მომზადება (ყოველკვირეული შიდა მოხმარებისთვის, შეხვედრების ორგანიზება და პროექტის მიმდინარეობის ანგარიშების წარდგენა დამკვეთისა და თვეში ერთხელ პროგრესის ანგარიში დამკვეთისთვის) ან/და კომპანიის ხელმძღვანელობისთვის.
ობიექტთან ინფორმაციის გაცვლა და კოორდინაცია:
** ობიექტის ხელმძღვანელთან (Site Manager) მჭიდრო თანამშრომლობა, რათა გადაეცეს დამკვეთის მოთხოვნები და პროექტის მიზნები, ასევე, მიიღოს ანგარიშები ობიექტის მიმდინარე სამუშაოების შესახებ
** ობიექტის ხელმძღვანელის (Site Manager, ზედამხედველისა (Site Superviser) და კოორდინატორის (Site Coordinator მიერ მომზადებული ყოველდღიური/ყოველკვირეული ანგარიშების (მაგ., მასალების ნაკლებობა, შეფერხებები) განხილვა, მიზეზების გამოკვლევა, შესაბამის მხარეებთან (მაგ. შესყიდვები, მომწოდებლები, ქვეკონტრაქტორები) შეთანხმება და პრობლემების მოგვარება
** რეგულარული ობიექტის ვიზიტები, რათა შეფასდეს სამუშაოების პროგრესი, ხარისხი და გრაფიკთან შესაბამისობა.
ხარისხისა და უსაფრთხოების მართვა:
** ხარისხის კონტროლის ანგარიშებზე დროული რეაგირება, ხარვეზების გამოსწორების კოორდინაცია ობიექტის ხელმძღვანელთან და ტექნიკურ დირექტორთან.
** უსაფრთხოებისა და კანონმდებლობით დადგენილი ნორმების შესაბამისობის შესახებ მოთხოვნებზე რეაგირების კოორდინაცია და ობიექტის ხელმძღვანელისთვის საჭირო ინსტრუქციების მიწოდება.
** ობიექტის ჩაბარებამდე ხარისხისა და სტანდარტების შესაბამისობის შემოწმება, ობიექტის ხელმძღვანელის მიერ ჩაბარებული ობიექტის მიღება, სანამ ის დამკვეთს გადაეცემა.
ობიექტის ჩაბარება:
** პროექტის დასრულების ეტაპის მართვა, მათ შორის ობიექტის ჩაბარება დამკვეთისთვის, ყველა საჭირო დოკუმენტაციის (as built drawing, ხარისხის ანგარიშები, ოქმები) მომზადებით
** ობიექტის ხელმძღვანელთან თანამშრომლობა ჩაბარების პროცესის ორგანიზებისთვის
** საბოლოო ანგარიშის მომზადება პროექტის შესრულებისა და შედეგების შესახებ.
ანგარიშვალდებულება
** პროექტის მენეჯერი ანგარიშვალდებულია პროექტების მართვის ხელმძღვანელთან
** პასუხისმგებელია პროექტის დროულ, ხარისხიან და ბიუჯეტის ფარგლებში შესრულებაზე, ხელშეკრულების პირობებისა და დამკვეთის მოლოდინების შესაბამისად
** უზრუნველყოფს ობიექტის ხარისხის, უსაფრთხოებისა და სამართლებრივი მოთხოვნების შესრულებას ჩაბარებამდე
** უზრუნველყოფს ობიექტის საგარანტიო მომსახურების შესაბამის გადაბარებას დადგენილი წესის შესაბამისად TBI
კვალიფიკაცია და განათლება
** უმაღლესი განათლება სამშენებლო ინჟინერიის მიმართულებით
** მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება, სამშენებლო ობიექტების პროექტის მენეჯერის პოზიციაზე
** სამშენებლო ნორმებისა და რეგლამენტების ცოდნა
** MS Office-ის და დოკუმენტაციის მართვის სისტემების ცოდნა
ოქტა ეძებს გუნდის წევრს, რომელიც:
** ორიენტირებულია დეტალებზე და შედეგზე
** მართავს დროს ეფექტურად და თანმიმდევრულია
** აქვს პასუხისმგებლობის მაღალი დონე და იცავს ანგარიშგების დადგენილ წესებს
** ფლობს კომუნიკაციის განსაკუთრებულ უნარებს და შეუძლია გუნდთან ეფექტური თანამშრომლობა
** იღებს გადაწყვეტილებებს სწრაფად და ოპერატიულად რეაგირებს კრიტიკულ სიტუაციაში
ოქტა გთავაზობთ:
** სტაბილურ და განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს
** პროფესიონალებით დაკომპლექტებულ მეგობრულ გუნდს
** მხარდაჭერას პროფესიულ განვითარებაში
** სამედიცინო დაზღვევას.
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი (on-site და off-site საჭიროებისამებრ)
ოფისის მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი N188ა
ანაზღაურება: შეთანხმებით
თუ თვლი, რომ ამ პოზიციის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს აკმაყოფილებ, გთხოვთ გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელ. ფოსტაზე: info@octa.ge არაუგვიანეს 19.12.2025წ; სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
|
|
|
|