Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=683687&print=yes&view=jobs
 
ობიექტის კოორდინატორი/ლოგისტიკისა და რესურსების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ობიექტის კოორდინატორი/ლოგისტიკისა და რესურსების მენეჯერი
მომწოდებელი: ოქტა
გამოქვეყნდა: 21 ნოემბერი / ბოლო ვადა: 19 დეკემბერი
"ოქტა" მზარდი სამშენებლო კომპანიაა, რომელიც 2019 წლიდან წარმატებით ახორციელებს სამშენებლო პროექტებს და დასრულებული აქვს 200 000მ2-ზე მეტი მრავალფუნქციური ობიექტის მშენებლობა.

2025 წლიდან, განახლებული სახელით და საერთაშორისო სტანდარტებზე მორგებული პროექტების მართვის სისტემით, ოქტა აგრძელებს განვითარებას და აძლიერებს გუნდს მაღალი კვალიფიკაციის მქონე პროფესიონალებით.

"ოქტა" აცხადებს ვაკანსიას ობიექტის კოორდინატორის/ლოგისტიკისა და რესურსების მენეჯერის პოზიციაზე.

პოზიციის მოკლე აღწერილობა

ობიექტის კოორდინატორი პასუხისმგებელია სამშენებლო ობიექტზე საჭირო რესურსების (მასალები, ადამიანური რესურსი, მანქანები, ქვეკონტრაქტორები) დაგეგმვასა და მომარაგებაზე, ასევე მათ ეფექტურ განაწილებაზე. ის ექვემდებარება ობიექტის ხელმძღვანელს / Site Manager და თანამშრომლობს ობიექტის ზედამხედველთან / Site Supervisor რის საფუძველზეც ამზადებს ობიექტის ერთ კვირის მომარაგების გეგმას, ათანხმებს ობიექტის ხელმძღვანელთან და პროექტის მენეჯერთან მჭიდრო თანამშრომლობით უზრუნველყოფს ამ გეგმის შესრულებას.

ძირითადი მოვალეობები

რესურსების საჭიროების განსაზღვრა:

** სამშენებლო ობიექტზე საჭირო რესურსების (მასალები, მანქანები, ადამიანური რესურსი, ქვეკონტრაქტორები) განსაზღვრა ყოველკვირეული სამუშაო გეგმის მიხედვით
** ობიექტის ხელმძღვანელთან და ზედამხედველთან თანამშრომლობა საჭიროებების დასადგენად

მომარაგების დაგეგმვა და განხორციელება:

** მასალების, მანქანებისა და სხვა რესურსების შეკვეთის, მიღებისა და შენახვის ორგანიზება
** ნარჩენების გატანისა და სხვა საკონტრაქტო მომსახურების კოორდინაცია

ობიექტზე დისტრიბუცია:

** მასალებისა და რესურსების on-site განაწილება და ტაბელირება, აღრიცხვა, ობიექტის ზედამხედველთან შეთანხმებით
** მასალებისა და აღჭურვილობის ეფექტური გამოყენებისა და ნარჩენების მინიმიზაციის უზრუნველყოფა

ანგარიშგება:

** გეგმა-გრაფიკის ყოველკვირეული ანალიზისთვის ანგარიშების მომზადება
** მასალებისა და რესურსების მოხმარების ანგარიშის წარდგენა ობიექტის ხელმძღვანელისთვის

უსაფრთხოებისა და შენახვის მართვა:

** მასალების უსაფრთხო შენახვისა და ობიექტზე ტრანსპორტირების ორგანიზება
** სამუშაო ადგილის უსაფრთხოების ნორმების დაცვის მხარდაჭერა

ანგარიშვალდებულება

** ობიექტის კოორდინატორი პირდაპირ ანგარიშვალდებულია ობიექტის ხელმძღვანელის / Site Manager-ის წინაშე

კვალიფიკაცია და განათლება

** უმაღლესი განათლება, სასურველია სამშენებლო ინჟინერიის მიმართულებით
** მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება სამშენებლო სფეროში, საწყობის მართვის მიმართულებით
** MS Office-ის ცოდნა

ოქტა ეძებს გუნდის წევრს, რომელიც:

** ორიენტირებულია დეტალებზე და შედეგზე
** მართავს დროს ეფექტურად და თანმიმდევრულია
** აქვს პასუხისმგებლობის მაღალი დონე და იცავს ანგარიშგების დადგენილ წესებს
** ფლობს კომუნიკაციის განსაკუთრებულ უნარებს და შეუძლია გუნდთან ეფექტური თანამშრომლობა
** იღებს გადაწყვეტილებებს სწრაფად და ოპერატიულად რეაგირებს კრიტიკულ სიტუაციაში

ოქტა გთავაზობთ:

** სტაბილურ და განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს
** პროფესიონალებით დაკომპლექტებულ მეგობრულ გუნდს
** მხარდაჭერას პროფესიულ განვითარებაში
** სამედიცინო დაზღვევას

სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი (საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია ზეგანაკვეთური სამუშაო).
სამუშაო ძირითადად ხორციელდება სამშენებლო ობიექტზე
ოფისის მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი N188ა
ანაზღაურება: შეთანხმებით

თუ თვლი, რომ ამ პოზიციის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს აკმაყოფილებ, გთხოვთ გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელ. ფოსტაზე: info@octa.ge არაუგვიანეს 19.12.2025წ; სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია