Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=683683&print=yes&view=jobs
 
ობიექტის ხელმძღვანელი/საიტის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ობიექტის ხელმძღვანელი/საიტის მენეჯერი
მომწოდებელი: ოქტა
გამოქვეყნდა: 21 ნოემბერი / ბოლო ვადა: 19 დეკემბერი
"ოქტა" მზარდი სამშენებლო კომპანიაა, რომელიც 2019 წლიდან წარმატებით ახორციელებს სამშენებლო პროექტებს და დასრულებული აქვს 200 000მ2-ზე მეტი მრავალფუნქციური ობიექტის მშენებლობა.

2025 წლიდან, განახლებული სახელით და საერთაშორისო სტანდარტებზე მორგებული პროექტების მართვის სისტემით, ოქტა აგრძელებს განვითარებას და აძლიერებს გუნდს მაღალი კვალიფიკაციის მქონე პროფესიონალებით.

"ოქტა" აცხადებს ვაკანსიას ობიექტის ხელმძღვანელი/საიტის მენეჯერის პოზიციაზე.

პოზიციის მოკლე აღწერილობა:

ობიექტის ხელმძღვანელი არის სამშენებლო პროექტის განხორციელების ძირითადი ფიგურა, რომელიც პასუხისმგებელია სამშენებლო ობიექტის ტექნიკურ, ორგანიზაციულ და ხარისხის მართვაზე. ამ როლის მთავარი ამოცანაა სამუშაოების ეფექტური დაგეგმვა და კოორდინაცია სამშენებლო დოკუმენტაციის მიხედვით, გეგმა-გრაფიკის დაცვა, ტექნიკური გადაწყვეტილებების მიღება და სამშენებლო სამუშაოების უმაღლესი სტანდარტებით შესრულება. ობიექტის ხელმძღვანელი პირდაპირ ანგარიშვალდებულია ტექნიკური დირექტორის წინაშე და მჭიდროდ თანამშრომლობს პროექტის მენეჯერთან, რათა უზრუნველყოს პროექტის წარმატებული განხორციელება.

ძირითადი მოვალეობები:

ტექნიკური ზედამხედველობა

** სამშენებლო სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობა, მათი შესაბამისობის უზრუნველყოფა პროექტის ნახაზებთან, სპეციფიკაციებთან და ხარისხის სტანდარტებთან.
** შესრულებული სამუშაოების, მასალებისა და გამოყენებული ტექნოლოგიების ხარისხის კონტროლი.
** ტექნიკური გადაწყვეტილებების მიღება სამშენებლო პროცესში წარმოქმნილი გამოწვევების გადასაჭრელად

სამუშაოების დაგეგმვა და კოორდინაცია

** კვირის სამუშაო გეგმის შედგენა სამუშაოების სახეობის, მოცულობის, ადგილმდებარეობისა და ხელმისაწვდომი რესურსების გათვალისწინებით
** სამშენებლო სამუშაოების თანმიმდევრობის განსაზღვრა, რათა უზრუნველყოფილ იქნას პროექტის საერთო გეგმა-გრაფიკის შესრულება
** სამშენებლო გუნდის, ქვეკონტრაქტორებისა და მომწოდებლების საქმიანობის კოორდინაცია პროექტის მენეჯერის მითითებების შესაბამისად

ხარისხისა და უსაფრთხოების მართვა

** შესრულებული სამუშაოების ხარისხის მონიტორინგი, ხარვეზების იდენტიფიცირება და მათი გამოსწორების ორგანიზება
** სამშენებლო ობიექტზე შრომის დაცვისა და უსაფრთხოების ნორმების დაცვის უზრუნველყოფა
** გუნდისთვის უსაფრთხოების ტრენინგებისა და ინსტრუქტაჟების ორგანიზება

რესურსების მართვა

** სამშენებლო მასალების, აღჭურვილობისა და ადამიანური რესურსების ეფექტური გამოყენების დაგეგმვა და მონიტორინგი
** მასალების მიწოდებისა და ინვენტარის მართვა, რათა თავიდან იქნას აცილებული შეფერხებები
** პროექტის მენეჯერთან ერთად პროექტის განსაზღვრული ბიუჯეტის ფარგლებში მუშაობის უზრუნველყოფა და ხარჯების კონტროლი

ანგარიშგება და დოკუმენტაცია

** სამშენებლო პროცესის მიმდინარეობის, პროგრესისა და გამოწვევების შესახებ რეგულარული ანგარიშების მომზადება ტექნიკური დირექტორისა და პროექტის მენეჯერისთვის
** სამშენებლო დოკუმენტაციის (ჟურნალები, ოქმები, ნახაზები) ზუსტი წარმოება და განახლება
** ფორმა 2-ების მომზადება / შესრულებული სამუშაოების მოცულობების გადამოწმება
** ქვეკონტრაქტორებისა და მომწოდებლების მიერ შესრულებული სამუშაოების დოკუმენტირება

პრობლემების გადაჭრა და გადაწყვეტილებების მიღება

** სამშენებლო პროცესში წარმოქმნილი ტექნიკური, ლოგისტიკური ან ორგანიზაციული პრობლემების სწრაფი იდენტიფიცირება და გადაჭრა
** ცვლილებების მართვა (Change Management) პროექტის გეგმაში, პროექტის მენეჯერთან და ტექნიკურ დირექტორთან შეთანხმებით

კომუნიკაცია და თანამშრომლობა

** მჭიდრო თანამშრომლობა პროექტის მენეჯერთან, რათა განხორციელდეს მის მიერ პროექტის შესაბამისად იდენტიფიცირებული და დამკვეთის მოთხოვნებისა და პროექტის მიზნების შესრულება
** თანამშრომლობა პროექტის ჩართულ მხარეებთან (არქიტექტორები, ინჟინრები, ქვეკონტრაქტორები, კონსულტანტები) პროექტის მენეჯერის კოორდინაციით
** სამშენებლო ობიექტზე კონფლიქტებისა და გაუგებრობების მოგვარება, გუნდის ეფექტური მუშაობის უზრუნველსაყოფად
** რეგულარული კომუნიკაცია პროექტის მენეჯერთან სამუშაოების პროგრესის, საჭიროებებისა და გამოწვევების შესახებ

ანგარიშვალდებულება

** ობიექტის ხელმძღვანელი პირდაპირ ანგარიშვალდებულია ტექნიკური დირექტორის წინაშე
** პასუხისმგებელია სამშენებლო სამუშაოების ხარისხზე, დროულ შესრულებაზე და პროექტის ბიუჯეტის ფარგლებში მართვაზე
** უზრუნველყოფს სამშენებლო პროცესის შესაბამისობას ადგილობრივ კანონმდებლობასა და რეგულაციებთან

კვალიფიკაცია და განათლება

** უმაღლესი განათლება სამშენებლო ინჟინერიის მიმართულებით
** მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება ობიექტის ხელმძღვანელის პოზიციაზე
** სამშენებლო ნორმებისა და რეგლამენტების ცოდნა
** MS Office-ის და დოკუმენტაციის მართვის სისტემების ცოდნა

ოქტა ეძებს გუნდის წევრს, რომელიც:

** ორიენტირებულია დეტალებზე და შედეგზე
** მართავს დროს ეფექტურად და თანმიმდევრულია
** აქვს პასუხისმგებლობის მაღალი დონე და იცავს ანგარიშგების დადგენილ წესებს
** ფლობს კომუნიკაციის განსაკუთრებულ უნარებს და შეუძლია გუნდთან ეფექტური თანამშრომლობა
** იღებს გადაწყვეტილებებს სწრაფად და ოპერატიულად რეაგირებს კრიტიკულ სიტუაციაში

ოქტა გთავაზობთ:

** სტაბილურ და განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს
** პროფესიონალებით დაკომპლექტებულ მეგობრულ გუნდს
** მხარდაჭერას პროფესიულ განვითარებაში
** სამედიცინო დაზღვევას.

სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი (საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია ზეგანაკვეთური სამუშაო).
სამუშაო ძირითადად ხორციელდება სამშენებლო ობიექტზე, ზოგჯერ ოფისში.
ოფისის მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი N188ა
ანაზღაურება: შეთანხმებით

თუ თვლი, რომ ამ პოზიციის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს აკმაყოფილებ, გთხოვთ გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელ. ფოსტაზე: info@octa.ge არაუგვიანეს 19.12.2025წ; სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია