Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=683681&print=yes&view=jobs
 
მშენებლობის ხარისხის კონტროლის ინსპექტორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მშენებლობის ხარისხის კონტროლის ინსპექტორი
მომწოდებელი: ოქტა
გამოქვეყნდა: 21 ნოემბერი / ბოლო ვადა: 19 დეკემბერი
"ოქტა" მზარდი სამშენებლო კომპანიაა, რომელიც 2019 წლიდან წარმატებით ახორციელებს სამშენებლო პროექტებს და დასრულებული აქვს 200 000 მ2-ზე მეტი მრავალფუნქციური ობიექტის მშენებლობა.

2025 წლიდან, განახლებული სახელით და საერთაშორისო სტანდარტებზე მორგებული პროექტების მართვის სისტემით, ოქტა აგრძელებს განვითარებას და აძლიერებს გუნდს მაღალი კვალიფიკაციის მქონე პროფესიონალებით.

"ოქტა" აცხადებს ვაკანსიას მშენებლობის ხარისხის კონტროლის ინსპექტორის პოზიციაზე.

პოზიციის მოკლე აღწერილობა:

შენებლობის ხარისხის კონტროლის ინსპექტორი უზრუნველყოფს სამშენებლო სამუშაოების ხარისხის სისტემურ მონიტორინგს, ნორმებისა და პროექტის მოთხოვნებთან შესაბამისობის კონტროლს. იგი პასუხისმგებელია ხარვეზების დროულ იდენტიფიკაციასა და გამოსწორების პროცესის მართვაზე, ხარისხის დოკუმენტაციის წარმოებასა და ხარისხის მართვის სისტემის დაცვაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** ტექნიკური დოკუმენტაციისა და ნახაზების გადამოწმება
** მასალების შემოწმება და მათი შესაბამისობის დადასტურება
** ობიექტზე სამშენებლო ნორმებისა და სტანდარტების დაცვის უზრუნველყოფა
** ხარისხის კონტროლი სამშენებლო სამუშაოების ყველა ეტაპზე
** ხარვეზების იდენტიფიცირება, გამოსწორების მეთოდოლოგიის შეთავაზება და მონიტორინგი
** სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდული ხარისხის რეპორტების მომზადება და ფოტოფიქსაცია
** შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარების პროცესში მონაწილეობა

კვალიფიკაცია და განათლება:

** უმაღლესი განათლება სამშენებლო ინჟინერიის, არქიტექტურის ან შესაბამის ტექნიკურ სფეროში
** მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება სამშენებლო ხარისხის კონტროლის ან ტექნიკური ზედამხედველის პოზიციაზე
** ხარისხის მართვის სტანდარტების ცოდნა
** სამშენებლო ნორმებისა და რეგლამენტების ცოდნა
** MS Office-ის და დოკუმენტაციის მართვის სისტემების ცოდნა

ოქტა ეძებს გუნდის წევრს, რომელიც:

** ორიენტირებულია დეტალებზე და შედეგზე
** მართავს დროს ეფექტურად და თანმიმდევრულია
** აქვს პასუხისმგებლობის მაღალი დონე და იცავს ანგარიშგების დადგენილ წესებს
** ფლობს კომუნიკაციის განსაკუთრებულ უნარებს და შეუძლია გუნდთან ეფექტური თანამშრომლობა
** იღებს გადაწყვეტილებებს სწრაფად და ოპერატიულად რეაგირებს კრიტიკულ სიტუაციაში

ოქტა გთავაზობთ:

** სტაბილურ და განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს
** პროფესიონალებით დაკომპლექტებულ მეგობრულ გუნდს
** მხარდაჭერას პროფესიულ განვითარებაში
** სამედიცინო დაზღვევას

დაქვემდებარება: მშენებლობის ხარისხის კონტროლის ჯგუფის ხელმძღვანელი
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
ოფისის მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი N188ა
ობიექტები: საქართველოს მასშტაბით
ანაზღაურება: შეთანხმებით

თუ თვლი, რომ ამ პოზიციის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს აკმაყოფილებ, გთხოვთ გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელ. ფოსტაზე: info@octa.ge არაუგვიანეს 19.12.2025წ; სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია