|
დასახელება:
ლოგისტიკის გაყიდვების მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
პრემიუმ ლოჯისტიკს ინთერნეიშენალ
|
|
გამოქვეყნდა: 21 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 21 დეკემბერი
|
შპს "პრემიუმ ლოჯისტიკს ინთერნეიშენალი", საერთაშორისო სატრანსპორტო კომპანია, აცხადებს ვაკანსიას ლოგისტიკის გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირი # 132
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:30-17:30.
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი + ბონუსი გაყიდვებიდან.
ძირითადი მოვალეობები:
** მომხმარებლების მოძიება, ბაზების შექმნა და მუდმივი განახლება;
** სანდო პარტნიორების მოძიება და გრძელვადიანი ურთიერთობის ჩამოყალიბება მათთან;
** პოტენციური მომხმარებლებისთვის ინდივიდუალური შეთავაზების მომზადება, შეხვედრის ჩანიშვნა და პრეზენტაციის ჩატარება;
** შეკვეთის მიღება/გაფორმება და მისი ოპერატიულად შესრულების კონტროლი;
** გაყიდვების შემდგომი კომუნიკაცია
ძირითადი მოთხოვნები:
** სავალდებულოა უცხო ენის ცოდნა (რუსული, თურქული ან/და ინგლისური);
** აუცილებელია 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება ლოგისტიკის სფეროში
აუცილებელი უნარები:
** დამკვეთისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების გაწევის უნარი;
** კეთილგანწყობილება და თავაზიანობა;
** პუნქტუალურობა;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** კონფლიქტური სიტუაციის მართვის უნარი;
** ორგანიზებულობა
გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV აღნიშნულ ელექტრონულ მისამართზე: office@premiumlogistics.ge სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის სახელწოდება - გაყიდვების მენეჯერი.
|
|
|
|