|
დასახელება:
კლინიკური მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი
|
|
გამოქვეყნდა: 21 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 30 ნოემბერი
|
შპს "რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას კლინიკური მენეჯერის თანამდებობაზე.
ადგილმდებარეობა: ხარაგაული
სამუშაო გრაფიკი: სრული, ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00 სთ.
ბოლო ვადა: 30.11.2025
შპს "რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი" 2013 წლიდან უზრუნველყოფს 21 რაიონის მოსახლეობისთვის მაღალხარისხიანი სამედიცინო მომსახურების მიწოდებას. ცენტრი დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიკაციური პერსონალით.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი სამედიცინო განათლება;
** კლინიკურ მენეჯერის გადამზადების სერტიფიკატი;
** სამუშაო გამოცდილება მენეჯერულ პოზიციაზე მინიმუმ 3 წლიანი;
** სამედიცინო საქმიანობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ნორმების ცოდნა;
ძირითადი მოვალეობები:
** კლინიკის სხვადასხვა სტრუქტურული რგოლების მუშაობის კოორდინირება;
** კომიტეტების მუშაობის უზრუნველყოფა;
** პაციენტისთვის დროული და პროფესიული კომპეტენციის შესაბამისი მომსახურების მიწოდების კონტროლი;
** სამედიცინო სახარჯი მასალის, მედიკამენტებისა და რეაქტივების ხარჯთეფექტური გამოყენება და კლინიკაში არსებული მოწყობილობა/აპარატურის უსაფრთხო და გამართული ექსპლუატაციის კონტროლი;
** კლინიკაში ეპიდემიოლოგიური რეჟიმის კონტროლი კანონმდებლობის შესაბამისად;
** პაციენტთან და კოლეგებთან ურთიერთობისას სამედიცინო ეთიკის/დეონტოლოგიის ნორმებისა და კეთილსინდისიერების და კონფიდენციალურობის პრინციპების დაცვის კონტროლი;
** სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება/კონტროლი;
** სამედიცინო ინფორმაციული პროგრამის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
პიროვნული მახასიათებლები:
** დეტალების მიმართ ყურადღებიანობა;
** განყოფილებაში არსებული სტანდარტების მიხედვით მუშაობის უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** კომუნიკაბელურობა და კოლეგიალობის გრძნობა;
** კონფიდენციალურობის დაცვა.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: n.badzgaradze@rhc.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
|
|
|
|