|
დასახელება:
ინჟინერი
|
| მომწოდებელი:
m²
|
|
გამოქვეყნდა: 20 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 20 დეკემბერი
|
"m²" უკვე 18 წელია საქართველოში ქმნის კომფორტული ცხოვრების ახალ, თანამედროვე სტანდარტს. კომპანიას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ქვეყნის უძრავი ქონების ბაზარზე, რაც განპირობებულია მისი გუნდის მაღალი პროფესიონალიზმითა და ინოვაციური მიდგომებით.
გადადი ბმულზე https://m2.ge/ და გაიგე მეტი კომპანია "m²"-ზე.
ხოლო თუ მუდმივად ეძებ საქმის გაუმჯობესების შესაძლებლობას, იჩენ ინიციატივას და შენთვის ცვლილებები საინტერესო გამოწვევაა მაშინ შემოუერთდით "m²"-ის გუნდს!
კომპანია "m²" აცხადებს ვაკანსიას ინჟინრის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** წყლის ტუმბოების, სახანძრო და სავენტილაციო სისტემების მონიტორინგი;
** პროფილაქტიკური და საგანგებო ტექნიკური სამუშაოების დაგეგმვა და განხორციელება;
** წყლის ტუმბოსთან დაკავშირებული მცირე სამუშაოების შესრულება;
** ტექნიკური დაზიანების დროული აღმოჩენა და შესაბამისი სერვისის ინფორმირება;
** სისტემების რეგულარული ტესტირება უსაფრთხოების წესების შესაბამისად;
სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ტექნიკური განათლება (ინჟინერია, ელექტრო/მექანიკური მიმართულებით);
** მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება შენობის ტექნიკურ მოვლა-პატრონობაში;
** ელექტრო, სანტექნიკური და ვენტილაციის სისტემების ცოდნა;
** პრობლემის სწრაფად იდენტიფიცირების და გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** პასუხისმგებლობა და ორგანიზებულობა;
თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ ვაკანსიის მოთხოვნებს და გაქვთ სურვილი შემოუერთდეთ m²-ის გუნდს, გთხოვთ 20 დეკემბრამდე გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: jobs@m2.ge და წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
სამუშაო გრაფიკი - სრული, კვირაში 40 საათი
სამუშაო ადგილი - მარშალ გელოვანის გამზირი N1, m²-ის საცხოვრებელი კომპლექსი
ვაცხადებ თანხმობას ჩემი პერსონალური მონაცემები დაამუშაოს შპს "მ2 ჯგუფმა" (ს/კ: 404499431) არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენისა და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით. დამუშავებული პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 5 წლის ვადით. ჩემთვის ცნობილია "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული ჩემი უფლებების შესახებ.
რეზიუმეს გამოგზავნით, ვადასტურებ, რომ ვეთანხმები ზემოთაღნიშნულ პირობებს.
|
|
|
|