|
დასახელება:
ანაზღაურებადი სტაჟირება ბუღალტერიის გუნდში
|
| მომწოდებელი:
ნესტლე
|
|
გამოქვეყნდა: 20 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 05 დეკემბერი
|
შპს "ნესტლე საქართველო" დამწყები სპეციალისტებისათვის აცხადებს ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამას ბუღალტერიის გუნდში.
ნესტლე მსოფლიოში კვების პროდუქტების მწარმოებელი ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა. ნესტლეს მისიაა - ცხოვრების ხარისხის გაზრდა და ჯანმრთელი გარემოს უზრუნველყოფაში წვლილის შეტანა. ნესტლე კვების პროდუქტების დიდ ასორტიმენტს სთავაზობს მომხმარებელს, არა მარტო ადამიანების, არამედ მათი საყვარელი შინაური ცხოველების ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად. ნესტლეს ასორტიმენტი 2 ათას ბრენდზე მეტს მოიცავს - მათ შორისაა მსოფლიოში ცნობილი ბრენდები NESCAFÉ, Maggi, KitKat, Nesquik. ნესტლეს შტაბბინა მდებარეობს ქალაქ ვევეიში (შვეიცარია), სადაც 150 წელზე მეტი ხნის წინ დაიწყო კომპანიის ისტორია.
სტაჟიორის ძირითადი ფუნქციაა:
** კომპანიის გაყიდვების აღრიცხვის პროცესში მონაწილეობა;
** მივლინებების კალკულაციის პროცესში მონაწილეობა;
** საბანკო ოპერაციის განხორციელებაში მონაწილეობა;
** ბუღალტრული აღრიცხვის სხვადასხვა პროცესებში მონაწილეობა.
ჩვენ თქვენგან ველოდებით:
** სრულ ან არასრულ უმაღლეს განათლებას ფინანსების, ბუღალტერიის ან ეკონომიკის სფეროში;
** განვითარებულ ანალიტიკურ უნარებს;
** ინგლისური და რუსული ენების კარგად ცოდნას;
** ბაზებთან მუშაობის გამოცდილებასა და Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნას;
** პასუხისმგებლობას და დეტალებზე ორიენტირებულობას.
ჩვენ გთავაზობთ:
** 1 წლიან ანაზღაურებად სტაჟირებას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** კვების დანამატს;
** სრულ სამუშაო დღეს;
** სამუშაო პროცესში სწავლებას;
** საერთაშორისო კომპანიაში გამოცდილების მიღების შესაძლებლობას.
სტაჟიორის პოზიციაზე კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველებს ვთხოვთ გამოაგზავნონ რეზიუმე 2025 წლის 5 დეკემბრამდე შემდეგ მისამართზე jobs@nestle.ge. გთხოვთ განაცხადის სათაურში მიუთითოთ სასურველი ვაკანსიის დასახელება.
რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება (მათ შორის შესაძლოა გადაეცეს კომპანია "ნესტლე"-ს ჯგუფში შემავალ სხვა კომპანიებს) შპს "ნესტლე საქართველოს" მიერ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 3 [სამი] წლის ვადით. გაცნობებთ, რომ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართეთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: jobs@nestle.ge
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|