|
დასახელება:
ავეჯის საწარმოს ხელმძღვანელი
|
| მომწოდებელი:
ოპ-არტი
|
|
გამოქვეყნდა: 20 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 20 დეკემბერი
|
ავეჯის საწარმო "ოპ არტი" აცხადებს ვაკანსიას ნატახტარში საწარმოს ხელმძღვანელის პოზიციაზე. ვეძებთ ძლიერი მენეჯერული უნარების მქონე ლიდერს, რომელიც უზრუნველყოფს საწარმოს უწყვეტ, ხარისხიან და ეფექტურ მუშაობას.
პასუხისმგებლობები:
** საწარმოს ყოველდღიური ოპერატიული პროცესების მართვა.
** წარმოების გეგმის დაგეგმვა, პროცესების მონიტორინგი და ოპტიმიზაცია.
** ხარისხის კონტროლი ყველა ეტაპზე — მასალებიდან საბოლოო პროდუქტამდე.
** გუნდის ხელმძღვანელობა, ამოცანების განაწილება და შესრულების კონტროლი.
** ტექნიკური და ლოჯისტიკური საკითხების კოორდინაცია.
** უსაფრთხოების სტანდარტებისა და შიდა წესების დაცვა.
** ინვენტარიზაციის, მასალების სტოკის და ხარჯების კონტროლი.
** თანამშრომლებთან და ადმინისტრაციას შორის პირდაპირი კომუნიკაცია.
მოთხოვნები:
** მინიმუმ 3-5 წლიანი გამოცდილება ავეჯის წარმოების ან მსგავს ინდუსტრიაში მენეჯერულ პოზიციაზე.
** ავეჯის წარმოების ტექნოლოგიური პროცესების ღრმა ცოდნა.
** ლიდერობის, დაგეგმვის, კონტროლისა და პრობლემების სწრაფად გადაჭრის უნარი.
** სტრესულ გარემოში მუშაობის და პარალელურად რამდენიმე პროცესის მართვის უნარი.
** წესრიგის, პასუხისმგებლობისა და დეტალებზე ორიენტირებულობის მაღალი დონე.
სამუშაო გრაფიკი და ანაზღაურება:
** სრული განაკვეთი - 40 საათი კვირაში
** ანაზღაურება: 3000 ლარი (+ ბონუსი)
რეზიუმეს გაგზავნა და პერსონალური მონაცემები:
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ CV მისამართზე: kh.devidze@op-art.ge. Subject-ში მიუთითეთ — "საწარმოს ხელმძღვანელი".
CV-ის გაგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ კომპანია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაამუშავებს თქვენს პერსონალურ მონაცემებს მოცემული ვაკანსიის ფარგლებში.
|
|
|
|