Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=683603&print=yes&view=jobs
 
ხარჯების მაკონტროლებელი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ხარჯების მაკონტროლებელი
მომწოდებელი: სასტუმრო Grand Gloria
გამოქვეყნდა: 20 ნოემბერი / ბოლო ვადა: 20 დეკემბერი
შპს "გლორია" მართავს ორ სასტუმროს - "Grand Gloria"-ს -რომელიც გახლავთ 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო მდებარე ბულვარის პირველ ზოლში. "Grand Gloria" მოიცავს 167 ნომერს, სპა ცენტრს, რესტორანს. გარდა ამისა შპს. "გლორია" მართავს სასტუმრო "ტიფლის პალასს", რომელიც გახლავთ ბუტიკური ტიპის სასტუმრო, (მდებარეობს ძველ თბილისში და მოიცავს 43 ნომერს და რესტორანს "ტიფლის ვერანდას")

კომპანია უკვე 12 წელია ოპერირებს ქართულ ბაზარზე და გამოირჩევა სტაბილურობით.

შპს "გლორია" აცხადებს ვაკანსიას ხარჯების მაკონტროლებლის პოზიციაზე.

მდებარეობა: ბათუმი / სასტუმრო Grand Gloria
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი (კვირაში 5 დღე)

ჩვენ გთავაზობთ:

** მეგობრულ სამუშაო გარემოს,
** კარიერული განვითარების შესაძლებლობას,
** კორპორატიულ ჯანმრთელობის დაზღვევას,
** კვებით უზრუნველყოფას.

ფუნქცია-მოვალეობები:

** შეკვეთილი პროდუქციის რაოდენობის კონტროლი;
** ხელმოწერილი ზედნადებების ჩაბარება, შემოწმება, გატარება როგორც MC-ში ასევე ORIS-ში;
** ტრანსფერების პროგრამაში შეყვანა;
** ძირითადი საწყობიდან გაცემული საქონლის კონტროლი;
** გახარჯული საქონლის რაოდენობის კონტროლი;
** თვის ბოლოს აღწერების ჩატარება, პროგრამაში შეყვანა და რეპორტების მომზადება ბუღალტერიისთვის.

მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** რუსული ენის ცოდნა;
** პროგრამების MC (Materials Control-ის) და ORIS-ის ცოდნა;
** შემოსავლების სამსახურის პორტალზე Rs.ge ზე მუშაობის გამოცდილება;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 2025 წლის 20 დეკემბერი

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV) ელ.ფოსტაზე: hr@grandgloria.ge. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "ხარჯების მაკონტროლებელი" რეზიუმე დაასათაურეთ თქვენი სახელით და გვარით.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

შ.პ.ს. " გლორია" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე (CV) შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს (მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც) "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის (შემდგომში - "კანონის") მიზნებისთვის.

გაცნობებთ, რომ თქვენ მიერ რეზიუმეს (CV) გამოგზავნის შემთხვევაში, თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება ჩვენ მიერ "კანონის" მე-5 მუხლის 1-ელი პუნქტის "ბ" ქვეპუნქტითა და მე-6 მუხლის 1-ელი პუნქტის "თ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლებით - თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას მაქსიმუმ 6 თვის ვადით, რაც გონივრულ ვადას წარმოადგენსშპს "გლორია"-ს (სარეგისტრაციო ნომერი: 404379338; საკონტაქტო ინფორმაცია: 032 2 00 02 45; მისამართი: ქ. თბილისი, გორგასლის ქ. N 3; ელ. ფოსტა: reservation@tiflispalace.ge) (შემდგომში - "კომპანია") საკადრო პოლიტიკიდან გამომდინარე ლეგიტიმური ინტერესების გათვალისწინებით.

იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
დამატებით, აგრეთვე მოგახსენებთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნის შემთხვევაში, თქვენ ნებისმიერ დროს შეგიძლიათ გამოიხმოთ აღნიშნული თანხმობა "კომპანიის" ელ. ფოსტაზე დაკავშირების ან წერილობითი მომართვის გზით.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია