Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=683592&print=yes&view=jobs
 
მოლარე - ბაკურიანი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მოლარე
მომწოდებელი: სასტუმრო კრისტალი
გამოქვეყნდა: 20 ნოემბერი / ბოლო ვადა: 20 დეკემბერი
5 ვარსკვლავიანი სასტუმრო "კრისტალ ჰოტელ & სპა" მდებარეობს სამთო-სათხილამურო კურორტ ბაკურიანში. კრისტალის საკურორტო ზონა აერთიანებს გონდოლებიან და ნახევრად ღია სავარძლის ტიპის საბაგიროს, 6 კმ-იან სათხილამურო ტრასას, საციგურაო მოედანს, კაფე-ბარებსა და რესტორნებს, საცურაო აუზს, სპა და ფიტნეს ცენტრს, ტყე-პარკს - სასეირნო ბილიკებითა და მოსასვენებელი ფანჩატურებით.

კომპანიის შესახებ მეტი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდზე: https://hotelcrystal.ge/

ამჟამად ვეძებთ გუნდის ახალ წევრს მოლარის პოზიციაზე შემდეგი პირობებით:

სამუშაო ადგილი: ბაკურიანი, დ. აღმაშენებლის ქუჩა, დიდველის საბაგიროს მიმდებარე ტერიტორია

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მომხმარებელთან კომუნიკაცია;
** სალარო ოპერაციების განხორციელება ორგანიზაციაში დადგენილი პროცედურების შესაბამისად;
** სალარო ოპერაციების ზუსტი აღრიცხვა და პროგრამული გატარება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უცხო ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება

პიროვნული უნარები:

** სისხარტე;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა

გუნდის ახალ წევრს ჩვენ ვთავაზობთ:

** მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** საცხოვრებლით, ტრანსპორტირებითა და კვებით უზრუნველყოფას;

შერჩევის ეტაპები:

** რეზიუმეების გადარჩევა (გთხოვთ, გაითვალისწინოთ, დავუკავშირდებით მხოლოდ რეზიუმეს საფუძველზე შერჩეულ კანდიდატებს);
** გასაუბრება HR მენეჯერთან და უშუალო ხელმძღვანელთან.

თუ გსურთ, შემოუერთდეთ ჩვენს გუნდს, ვაკანტური თანამდებობა თქვენთვის საინტერესოა და ამასთანავე, აკმაყოფილებთ მის დასაკავებლად განსაზღვრულ მოთხოვნებს, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: tamarilomidze09@gmail.com. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანტური თანამდებობის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია