|
დასახელება:
მაღაზიის მენეჯერი, კონსულტანტი
|
| მომწოდებელი:
საქკაბელი
|
|
გამოქვეყნდა: 20 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 20 დეკემბერი
|
სს "საქკაბელი" 1958 წელს დაარსდა და მომხმარებელს როგორც საკაბელო, ისე ელექტროფიკაციასთან დაკავშირებულ 2000-მდე დასახელების პროდუქტს სთავაზობს. კომპანიის მიერ წარმოებული ქართული პროდუქცია სრულად აკმაყოფილებს ევროპულ სტანდარტებს და შესაბამისად ევროპის ბაზარზე თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობას იძლევა. კომპანიის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირება და ქართულ ეკონომიკაში იმპორტის ჩანაცვლებაა.
სს "საქკაბელის" მთავარი ღირებულება თანამშრომელია - ერთად, ძლიერი გუნდით ჩვენ ვქმნით ქართულ პროდუქციას და ვამკვიდრებთ ევროპულ სტანდარტებს.
თუ გსურთ გახდეთ პროფესიონალთა გუნდის წევრი და წვლილი შეიტანოთ საერთაშორისო სტანდარტების ქართული პროდუქციის განვითარებაში, სს "საქკაბელი" გთავაზობთ დასაქმებას მაღაზიის მენეჯერისა და კონსულტანტის პოზიციებზე.
1. მენეჯერი
ძირითადი ფუნქციები/მოვალეობები/პასუხისმგებლობის საზღვრები:
** თანამშრომელთა საქმიანობის დაგეგმვა, საქმის გადანაწილება, მონიტორინგი და კონტროლი;
** მაღაზიის საოპერაციო პროცესების მართვა და შეუფერხებელი მუშაობის უზრუნველყოფა;
** მაღაზიის ფინანსური პროცესების მართვა: ნაღდი და უნაღდო ანგარიშების კონტროლი, ინვენტარიზაცია;
** სავაჭრო ობიექტში წარმოდგენილი სასაქონლო ასორტიმენტის და მარაგების მართვა;
** სავაჭრო ობიექტში წარმოდგენილი პროდუქტების მახასიათებლების ზედმიწევნით ცოდნა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასურველია პროფესიული ან/და უმაღლესი განათლება (ენერგეტიკული ან მსგავსი ტექნიკური მიმართულებით)
** საცალო გაყიდვების სფეროში მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება (უპირატესობა მიენიჭება ელექტროობის სფეროში მუშაობის გამოცდილებას);
** მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა
** ეფექტიანი კომუნიკაციის უნარი;
** გუნდის მართვის უნარი;
2. კონსულტანტი
ძირითადი ფუნქციები/მოვალეობები/პასუხისმგებლობის საზღვრები:
** მომხმარებლის მომსახურება კომპანიის სტანდარტების მიხედვით;
** სავაჭრო ობიექტში წარმოდგენილი პროდუქტების მახასიათებლების ზედმიწევნით ცოდნა;
** არსებული მარაგების კონტროლი, აღნიშნულის დახლზე გადანაწილება, განახლება და შევსება;
** მაღაზიის ინტერიერზე/იერსახეზე - პროდუქციის, ფასმაჩვენებლების, დახლების, ბანერების და ა.შ. - სწორ განლაგებაზე მუდმივი ზრუნვა
უნარ-ჩვევები:
** მაღალი მოტივაცია
** ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და დისციპლინა
** მომხმარებელსა და მომსახურებაზე ორიენტირებულობა
** ეფექტიანი კომუნიკაციის უნარები
თუ გსურთ დასაქმდეთ ჩვენს კომპანიაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV მისამართზე: hr@sakcable.ge. გთხოვთ, წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ სასურველი ვაკანსიის დასახელება - მენეჯერი ან კონსულტანტი. დეტალებისთვის დაგვიკავშირდით ტელეფონის ნომერზე: 571 50 87 71
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გახსოვდეთ, რომ ინფორმაციის გაზიარებით თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე. თქვენ უფლება გაქვთ, მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, რომლებიც თავად გაგვიზიარეთ და მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება. მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებების განხორციელებისთვის, გთხოვთ, მოგვმართეთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: hr@sakcable.ge
თანამშრომელთა პროფესიული ზრდა და განვითარება სს საქკაბელის მთავარი ღირებულებაა და კომპანია დასაქმების მსურველ პირთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, ობიექტურობისა და გამჭვირვალობის პრინციპის დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|