|
დასახელება:
მთავარი ბუღალტერი
|
| მომწოდებელი:
IPS Facade
|
|
გამოქვეყნდა: 20 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 20 დეკემბერი
|
IPS არის IPS ჯგუფში შემავალი კომპანია, რომელიც ინტერიერის და ფასადის საკონტრაქტო მიმართულებით 40-მდე ევროპული კომპანიის ოფიციალური პარტნიორია საქართველოში.
"IPS" აცხადებს ვაკანსიას მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე
ძირითადი მოვალეობები:
** ჯგუფში შემავალი კომპანიების მთლიანი ბუღალტრული აღრიცხვის პროცესის მართვა;
** საბუღალტრო ოპერაციების კანონმდებლობასთან და საერთაშორისო ფინანსური აღრიცხვის სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
** საგადასახადო რისკების შეფასება, დაკავშირებული საკითხების ინიცირება და გადაწყვეტილების პროცესში მონაწილეობის მიღება;
** საგადასახადო დეკლარაციების წარდგენა და სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ სხვა ვალდებულებების შესრულება ზუსტად და დროულად;
** თვის და წლის დახურვის დროული უზრუნველყოფა ინფორმაციის შემდგომი გამოყენებისთვის;
** მკაცრი აღრიცხვისა და ოპერაციების დამადასტურებელი დოკუმენტების მონიტორინგი, მათი საგადასახადო კანონმდებლობასთან და ფინანსური აღრიცხვის სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
** საჭიროების შემთხვევაში პირდაპირ თუ ირიბად დაქვემდებარებული თანამშრომლებისთვის გაიდლაინების გაწერა, იმისათვის რომ ფინანსურ დეპარტამენტში უზრუნველყოფილ იქნეს ხარისხიანი და დროული დოკუმენტ ბრუნვის უზრუნველყოფა;
** საბანკო ოპერაციების წარმოება, სალაროების კონტროლი;
** სასაქონლო მატერიალური მარაგებისა და ძირითადი საშუალებების აღრიცხვის პროცესში ჩართულობა, არსებობის შემთხვევაში რისკების გამოვლენა და რეაგირება;
** სტატისტიკის სამსახურისთვის ყველა საჭირო ინფორმაციის დროული მიწოდება;
** ბუღალტრის ასისტენტის კონტროლი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ფინანსების, ბიზნესის ადმინისტრირების, ეკონომიკის ან ბუღალტერიის მიმართულებით უმაღლესი განათლება;
** მინიმუმ 5 წლის მუშაობის გამოცდილება ბუღალტერიის სფეროში სამშენებლო მიმართულებით;
** საბუღალტრო პროგრამების ცოდნა (FINA);
** ანალიტიკური აზროვნების უნარი და დეტალებზე ორიენტაცია;
** გუნდურად მუშაობის უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** FINA პროგრამაში მუშაობის გამოცდილება.
სამუშაო პირობები:
** სამუშაო გრაფიკი: სრული
** სამუშაო დღეების რაოდენობა: ხუთი
** სამუშაო საათები: 10 :00 -19 : 00
მისამართი: თბილისის, ჭავჭავაძის გამზ. 49დ
თუ აკმაყოფილებთ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და გაქვთ სურვილი გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელ.მისამართზე: info@ips.ge გთხოვთ, წერილის სათაურში (Subject) მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება.
|
|
|
|