Робота для біженців з України
ელექტროშემდუღებელი - ხობი, ყულევი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ელექტროშემდუღებელი
მომწოდებელი: სოკარი - შპს შავი ზღვის ტერმინალი ყულევის ტერმინალი
გამოქვეყნდა: 20 ნოემბერი / ბოლო ვადა: 15 დეკემბერი
სოკარი - შპს "შავი ზღვის ტერმინალი" (ყულევის ტერმინალი) აცხადებს ვაკანსიას:

პოზიციის დასახელება: აირმჭრელი
მდებარეობა: ხობი, ყულევი, საქართველო.

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ სამუშაო გარემოს;
** პროფესიული განვითარების კარგ შესაძლებლობას;
** ინოვაციებზე ორიენტირებულ გუნდთან მუშაობას;
** ცოდნისა და გამოცდილების სრულფასოვანი რეალიზების პერსპექტივას;
** კონკურენტუნარიან ანაზღაურებას;
** კარიერული ზრდის შესაძლებლობებს.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** განათლება: საშუალო/ სასურველია პროფესიული;
** სამუშაო გამოცდილება: აირმჭრელად მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** პასუხისმგებლობა, პუნქტუალობა და დეტალებზე ორიენტირება;
** გარემოსთან სწრაფი ადაპტირების უნარი;
** შრომისმოყვარეობა და მოტივირებულობა;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** სამუშაო დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** აუცილებელია ფლობდეს აირმჭრელის ვადიან სერთიფიკატს.

ძირითადი მოვალეობები:

** აირმჭრელი პასუხისმგებელია ლითონის ნაწილების მოჭრის, დანაწევრების ან დემონტაჟის სამუშაოები შეასრულოს ჟანგბადისა და საწვავი აირების გამოყენებით;
** შედუღების სამუშაოების შესრულება შეძლოს როგორც ღია, ასევე დახურულ სივრცეში;
** სამუშაოების შესრულებამდე გაეცნოს ტექნიკურ ნახაზებს, სქემებს და სამუშაო დავალებებს, რათა სწორად დაადგინოს ჭრის ხაზები, ზომები და დასაშვები ცდომილებები;
** სუფთა ჭრის უზრუნველსაყოფად მოამზადოს და გაწმინდოს ჟანგისგან, საღებავისგან, ცხიმისგან ლითონის ზედაპირები, მილები, კონსტრუქციები და ა.შ.
** ინსტრუქციების შესაბამისად უზრუნველყოს ჭრის ხაზების ზუსტად მონიშვნა (ცარცით, მარკერით, ან შაბლონების გამოყენებით);
** პასუხისმგებელია აპარატურის სწორად და გამართულად დაყენებაზე, ჟანგბადისა და საწვავი აირის ბალონების რედუქტორებთან და შლანგებთან უსაფრთხო შეერთებაზე;
** ვალდებულია დაარეგულიროს წნევა, რედუქტორებზე სამუშაო წნევის ლითონის სისქისა და ტიპის შესაბამისად;
** უზრუნველყოს საჭრელი სანთურის (მჭრელის) შესაბამისი ზომის და ტიპის წვერის (მუნდშტუკი) შერჩევა და მონტაჟი;
** სამუშაო პროცესის დაწყებამდე უზრუნველყოს ცეცხლის ანთება და რეგულირება: სწორი თანმიმდევრობით გაზის ნაკადის გახსნა და რეგულირება, რათა მიღებულ იქნას საჭირო ტემპერატურისა და ფორმის დამთბობი ალი;
** საჭიროების მიხედვით შეასრულოს :
** - ხელით ჭრა (მანუალური) განსაზღვრული სიჩქარით, რათა უზრუნველყოფილი იყოს გლუვი და სუფთა ნაჭერი, ასევე ლითონის გახურება აალების ტემპერატურამდე და შემდეგ ჟანგბადის ჭავლის მიწოდება ჭრის პროცესის დასაწყებად, ჭრა სხვადასხვა სივრცით პოზიციაში (ჰორიზონტალური, ვერტიკალური).
** - მექანიზებული/ავტომატური ჭრა: ჭრის მანქანის - გაზო-საჭრელი დანადგარის გამოყენებით;
** - დემონტაჟი/დანაწევრება: დიდი კონსტრუქციების, მილსადენების ა.შ. ჯართის დანაწევრება მართვადი ზომის ფრაგმენტებად მიღებული დავალებების შესაბამისად.
** აირით ჭრის სამუშაოების შესრულებისას მკაცრად დაიცვას ტექნიკური უსაფრთხოების ნორმები; სამუშაოების დაწყებამდე დარწმუნდეს სამუშაო გარემოს უსაფრთხოებაში და რისკების გარეშე შეასრულოს სამუშაოები;
** საჭიროებისას შეასრულოს აირის ჭრის აპარატების და სხვა აქსესუარების მცირე სარემონტო სამუშაოები.

ანაზღაურება და დამატებითი პირობები:

** ყოველთვიური ხელფასი (ოდენობა განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის გათვალისწინებით);
** სამუშაო პერიოდი - შეთანხმების საფუძველზე;
** უფასო კვება;
** კორპორატიული ტრანსპორტით მომსახურება (ხობი, სენაკი, ფოთი, ბათუმი);

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, წარმოადგინოთ საბუთები შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: dmamaladze@bst.socar.az

ტელ: 577 95 87 97; 0 322 24 38 38.

** CV ფოტოსურათით;
** დიპლომის ასლი (არსებობის შემთხვევაში);
** ტრენინგების გავლის დამადასტურებელი სერთიფიკატის ასლი;

გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

დოკუმენტების წარმოდგენის ბოლო ვადა - 15.12.2025

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, შპს "შავი ზღვის ტერმინალმა" მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.
პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე