Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=683559&print=yes&view=jobs
 
ელექტროშემდუღებელი - ხობი, ყულევი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ელექტროშემდუღებელი
მომწოდებელი: სოკარი - შპს შავი ზღვის ტერმინალი ყულევის ტერმინალი
გამოქვეყნდა: 20 ნოემბერი / ბოლო ვადა: 15 დეკემბერი
სოკარი - შპს "შავი ზღვის ტერმინალი" (ყულევის ტერმინალი) აცხადებს ვაკანსიას:

პოზიციის დასახელება: ელექტროშემდუღებელი.
მდებარეობა: ხობი, ყულევი, საქართველო.

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ სამუშაო გარემოს;
** პროფესიული განვითარების კარგ შესაძლებლობას;
** ინოვაციებზე ორიენტირებულ გუნდთან მუშაობას;
** ცოდნისა და გამოცდილების სრულფასოვანი რეალიზების პერსპექტივას;
** კონკურენტუნარიან ანაზღაურებას;
** კარიერული ზრდის შესაძლებლობებს.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** განათლება: საშუალო/ სასურველია პროფესიული;
** სამუშაო გამოცდილება: ელექტროშემდუღებლად მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** პასუხისმგებლობა, პუნქტუალობა და დეტალებზე ორიენტირება;
** გარემოსთან სწრაფი ადაპტირების უნარი;
** შრომისმოყვარეობა და მოტივირებულობა;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** სამუშაო დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** აუცილებელია ფლობდეს ელექტროშემდუღებლის ვადიან სერთიფიკატს.

ძირითადი მოვალეობები:

** შესადუღებელი მოწყობილობების (აპარატების, დანადგარის, ხელსაწყოების) გამოყენებით შეასრულოს ლითონური მასალების შედუღება/დადუღება;
** შედუღების სამუშაოების შესრულება შეძლოს როგორც ღია, ასევე დახურულ სივრცეში;
** შედუღების სამუშაოები შეასრულოს შედგენილი ნახაზებისა და ტექნოლოგიური ინსტრუქციების მიხედვით; შედუღებისას აკონტროლოს პროცესის მიმდინარეობის სისწორე;
** შედუღების დეფექტების გამოვლენისას დაადგინოს მიზეზები და შეასრულოს ხარვეზების აღმოსაფხვრელად საჭირო სამუშაოები;
** უზრუნველყოს შესადუღებელი ლითონის/მასალის მომზადება (გაწმენდა, შეერთებების ფორმირება ტექნიკური მოთხოვნების შესაბამისად, დეტალების მორგება, დეფორმაციის თავიდან ასაცილებლად დროებითი შედუღება და ა.შ.);
** უზრუნველყოს შესადუღებელი მოწყობილობების გამართულად და უსაფრთხოდ გამოყენება;
** შედუღების სამუშაოების შესრულებისას მკაცრად დაიცვას ტექნიკური უსაფრთხოების ნორმები; სამუშაოების დაწყებამდე დარწმუნდეს სამუშაო გარემოს უსაფრთხოებაში და რისკების გარეშე შეასრულოს სამუშაოები;
** საჭიროებისას შეასრულოს შედუღების აპარატების და სხვა აქსესუარების მცირე სარემონტო სამუშაოები.

ანაზღაურება და დამატებითი პირობები:

** ყოველთვიური ხელფასი (ოდენობა განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის გათვალისწინებით);
** სამუშაო პერიოდი - შეთანხმების საფუძველზე;
** უფასო კვება;
** კორპორატიული ტრანსპორტით მომსახურება (ხობი, სენაკი, ფოთი, ბათუმი);

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, წარმოადგინოთ საბუთები შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: dmamaladze@bst.socar.az

ტელ: 577 95 87 97; 0 322 24 38 38.

** CV ფოტოსურათით;
** დიპლომის ასლი (არსებობის შემთხვევაში);
** ტრენინგების გავლის დამადასტურებელი სერთიფიკატის ასლი;

გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

დოკუმენტების წარმოდგენის ბოლო ვადა - 15.12.2025

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, შპს "შავი ზღვის ტერმინალმა" მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.
პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია