|
დასახელება:
გრაფიკული დიზაინის მასწავლებელი
|
| მომწოდებელი:
სქილვილ
|
|
გამოქვეყნდა: 20 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 28 ნოემბერი
|
SKILLWILL პროფესიული კოლეჯისთვის აცხადებს ვაკანსიას პროფესიული საგანმანათლებლო მოდულების მასწავლებლების პოზიციაზე: გრაფიკული დიზაინის მასწავლებელი .
ვეძებთ კრეატიულ და ტექნიკურად კომპეტენტურ სპეციალისტებს, რომლებიც მზად არიან თავიანთი ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება გაუზიარონ მომავალ პროფესიონალებს.
პროფესიული მოდულების მასწავლებელს შეუძლია ქვემოთ ჩამოთვლილთაგან მინიმუმ ერთი მოდულის სწავლება:
აუცილებელი მოდულები:
** დიზაინის პრინციპების გამოყენება;
** რასტრული გრაფიკა 1 (Adobe Photoshop);
** რასტრული გრაფიკა 2 (Adobe Photoshop);
** ვექტორული გრაფიკა - Adobe Illustrator;
სასურველი მოდულები:
** ვექტორული გრაფიკა - CorelDRAW;
** ციფრული და ბეჭდური პუბლიკაციის შექმნა - Adobe InDesign;
** დოკუმენტის ვიზუალური მასალით გაფორმება და ბეჭდვისთვის მომზადება;
** ვიზუალური ბრენდინგისა და იდენტობის შექმნა;
** UI/UX პრინციპები და შესავალი;
** 2D ანიმაციის პრინციპები;
** თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება (AI, AR, VR) გრაფიკულ დიზაინში;
** დარგობრივი ინგლისური ენა გრაფიკული დიზაინერისთვის;
** პრაქტიკული პროექტი / პორტფოლიო;
** გრაფიკული დიზაინის გამოყენება თამაშების შექმნასა და სამგანზომილებიან გრაფიკაში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (უმაღლესი განათლების ან საშუალო და უმაღლესი პროფესიული განათლების დიპლომი, ან შესაბამისი ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი) ან/და არანაკლებ 3 წლიანი პროფესიული გამოცდილება დიზაინის სფეროში;
** საოფისე და გრაფიკული პროგრამების ცოდნა (Microsoft Office, Adobe Creative Suite, CorelDRAW და სხვ.);
პირობები:
** სამუშაო ადგილი: თბილისი (ჰიბრიდული გრაფიკი);
** კონკურენტული ანაზღაურება
** ჯანმრთელობის დაზღვევა და სხვა ბენეფიტები.
უპირატესობა მიენიჭებათ პედაგოგიური გამოცდილების მქონე კანდიდატებს
შერჩევა განხორციელდება ორ ეტაპად:
1. განაცხადების გადარჩევა;
2. გასაუბრება შერჩეულ კანდიდატებთან.
შერჩეულ კანდიდატებს გაუფორმდებათ წინასწარი შეთანხმება. კოლეჯში სწავლება დაიწყება 2025 წლის ნოემბერში.
განცხადების წარდგენის ბოლო ვადა: 2025 წლის 28 ნოემბერი
გთხოვთ, რეზიუმე (ქართულ ენაზე), განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი და ცნობა სამუშაო გამოცდილების შესახებ (ამ უკანასკნელის წარმოდგენა შესაძლებელია გასაუბრებაზე) გამოაგზავნოთ მეილზე - college@skillwill.ge და სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
|
|
|
|