Робота для біженців з України
ფინანსური ანალიტიკოსი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფინანსური ანალიტიკოსი
მომწოდებელი: სამშენებლო კომპანია
გამოქვეყნდა: 20 ნოემბერი / ბოლო ვადა: 20 დეკემბერი
სამშენებლო კომპანია აცხადებს ვაკანსიას!

პოზიცია: ფინანსური ანალიტიკოსი
სამუშო განაკვეთი: სრული (ორშაბათი - პარასკევი)
სამუშაო საათები: 09:30 - 18:30
ანაზღაურება: 2000-3000 ლარის ფარგლებში (გამოცდილების შესაბამისად)
ლოკაცია: ლილოს მიმდებარედ

ძირითადი პასუხისმგებლობები:

** კომპანიის ბალანსის, მოგება-ზარალის და ფულადი სახსრების მოძრაობის ანგარიშგებების მომზადება როგორც ჯამურად, ასევე ცალკეული პროექტის მიხედვით
** პროექტის დამკვეთთან წარსადგენი შესრულებული სამუშაოების ფორმების გამართულობაზე და ფინანსური ინფორმაციის სისწორეზე ზრუნვა
** ყოველკვირეულ ჭრილში ფულადი სახსრების დეტალური ანგარიშგების მომზადება
** როგორც შიდა, ასევე გარე აუდიტის პროცესში ჩართულობა და შესაბამისი ინფორმაციის დამუშავება
** შიდა ბიზნეს პროცესების გაუმჯობესებაზე ზრუნვა
** დოკუმენტების ფინანსური ანალიზი მოთხოვნის შესაბამისად
** ბიუჯეტირების პროცესისთვის საჭირო ინფორმაციის მოგროვება, საჭირო ორგანიზაციული ერთეულების პროცესში ჩართვის უზრუნველყოფა
** ბუღალტრული მონაცემების დამუშავება, სხვადასხვა მენეჯერული რეპორტის წარდგენა მენეჯმენტისთვის
** დასაქმებულის კომპეტენციის ფარგლებში უშუალო ხელმძღვანელის მიერ მითითებული სხვა დავალებების შესრულება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსების, ეკონომიკის ან ბიზნეს ადმინისტრაციის დარგში
** Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა
** მინიმუმ 2-3 წლიანი გამოცდილება
** ძლიერი ორგანიზაციული და კომუნიკაციის უნარები, დეტალებზე ორიენტირებულობა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ ატვირთოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ბმულზე: https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSe8NdWgCGY6fhM1VFWDgVF9DCcXtuJBwt4teR1ICj0Hw5V3hQ/viewform

წარმატებებს გისურვებთ!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე