Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=683522&print=yes&view=jobs
 
ქსელის ადმინისტრატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ქსელის ადმინისტრატორი
მომწოდებელი: თიბისი ფეი
გამოქვეყნდა: 20 ნოემბერი / ბოლო ვადა: 20 დეკემბერი
ვაკანტური პოზიციის დასახელება: ქსელის ადმინისტრატორი

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: 10:00 - 19:00 ორშაბათი - ხუთშაბათი; პარასკევი - 10:00 - 17:00

15 წელზე მეტია, "თიბისი ფეი" ერთ-ერთი უმსხვილესი საგადახდო მომსახურების პროვაიდერია საქართველოში. კომპანია სრულადაა ფოკუსირებული მომხმარებელზე და გადახდის პროცესის მაქსიმალურად გამარტივებასა და დახვეწას ისახავს მიზნად.

"თიბისი ფეის" საშუალებით, მომენტალური გადახდები დღეს ხელმისაწვდომია ყველგან და ყველასთვის, 24 საათის განმავლობაში. "თიბისი ფეის" ქვეყნის მასშტაბით აქვს 4, 000- ზე მეტი თვითმომსახურების ტერმინალი და ვებგვერდი https://www.tbcpay.ge აქვს, აღნიშნულ პლატფორმებზე სერვისების დიდი მრავალფეროვნებაა, აქტიური სერვისების რაოდენობა კი 1, 000-ს აღემატება. კომპანიის მიზანია, შეინარჩუნოს სწრაფი გადახდების ლიდერის პოზიცია და კიდევ უფრო განავითაროს პროფესიონალთა გუნდი.

სამუშაო მოვალეობები:

** ქსელური ინფრასტრუქტურის მიმართულებით დაფიქსირებული ინციდენტების/სერვისული მოთხოვნების და ინფორმაციული მოთხოვნების მხარდაჭერა;
** ქსელური სერვისების, მოწყობილობების და ინფორმაციულ ტექნოლოგიური კომუნიკაციების ინსტალაცია, კონფიგურაცია, მართვა.
** ქსელური ინფრასტრუქტურის მოწყობილობების მუდმივი კონტროლი/მონიტორინგი;
** ქსელური ინფრასტრუქტურის ოპტიმიზაციის ღონისძიებების პროცესის მართვა და შესრულების უზრუნველყოფა;
** ქსელური ინფრასტრუქტურის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ტექნიკური სამუშაოების შესრულება;
** ქსელური ინფრასტრუქტურის მიმართულებით მიმდინარე პროექტებში მონაწილეობა;
** ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით დამტკიცებული პოლიტიკისა და პროცედურების შემუშავების პროცესში მონაწილეობა და შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** სასურველია, ინგლისურის ცოდნა;
** CCNA კურსის გავლის სერტიფიკატი;
** ქსელური სერვისების კონფიგურირება, ადმინისტრირება: EIGRP, BGP, OSPF, Remote Access VPN, ssl vpn, DM VPN, IPSec, GRE, L2, L3 Switching;
** სასურველია, ქსელის სამონიტორინგო სისტემების დანერგვისა და მათთან მუშაობის გამოცდილება;
** უპირატესობად ჩაეთვლება cisco-ს და PALO ALTO FIREWALL-ებთან მუშაობის გამოცდილება,
CISCO ISE სისტემასთან მუშაობის გამოცდილება (POSTURE და RADIUS), CISCO WLS -სთან მუშაობის გამოცდილება
** Routing პროტოკოლების ცოდნა და მუშაობის გამოცდილება: BGP, EIGRP, OSPF, VRF, PBR;
** VPN ტექნოლოგიების ცოდნა და მუშაობის გამოცდილება: SSL, DMVPN, GRE, IPSec;
** ძირითად ქსელურ პროტოკოლების ცოდნა და მუშაობის გამოცდილება: STP, Private Vlans, HSRP, PAGP, Radius, LDAP, CryptoMaps, IP Sla, PortSecurity, Stackwise, VSS;

პიროვნული თვისებები და უნარები/კომპეტენციები:

** ინფორმაციის შეგროვების და ანალიზის უნარი;
** ორგანიზებული;
** პასუხისმგებლობიანი;
** დამოუკიდებლობა და გადაწყვეტილების მიღების უნარი;

რეზიუმეს განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, რეზიუმე/CV გამოაგზავნოთ ელ-ფოსტაზე: vacancy@Tbcpay.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "ქსელის ადმინისტრატორი".

გაცნობებთ, რომ მონაცემების დამუშავებას ახორციელებს შპს "თიბისი ფეი" (ს/კ 204559361, რეგისტრაციის მისამართი: თბილისი, მარჯანიშვილის 7), რომელიც მოქმედებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონმდებლობისა და მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნათა შესაბამისად, მონაცემთა დამუშავების მიზანია ვაკანსიის (მათ შორის სამომავლო ვაკანსიის) მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენა დასაქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით.

ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით, მონაცემთა მითითებული ვადით შენახვა ხორციელდება შპს "თიბისი ფეის" კუთვნილი სათანადო ლიცენზიის ფარგლებში

"Microsoft 365"-ის ღრუბლოვან სისტემაში.

კანდიდატი უფლებამოსილია მიიღოს ინფორმაცია მის შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოს მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და განადგურება, რისთვისაც მოგვმართეთ შემდეგ მისამართზე info@tbcpay.ge.

შპს "თიბისი ფეი", როგორც მზარდი ორგანიზაცია ეყრდნობა თანაბარი მოპყრობის პრინციპებს, დასაქმების თანაბარ შესაძლებლობებს სთავაზობს ყველა თანამშრომელს და დასაქმების კანდიდატს, კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით, მათ შორის: რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, ასაკის, მოქალაქეობის, წარმოშობის, დაბადების ადგილის, საცხოვრებელი ადგილის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, რელიგიის ან რწმენის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, პროფესიის, ოჯახური მდგომარეობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, შეზღუდული შესაძლებლობის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების ან სხვა ნიშნის მიუხედავად. პოლიტიკა ძალაშია დასაქმების ყველა პირობის შემთხვევაში, მათ შორის: დაქირავების, დაწინაურების, ხელშეკრულების გაფორმების, კომპენსაციის, პროფესიული განვითარების და ა. შ.

თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის, ან ასეთის ვარაუდის შემთხვევაში, შეგიძლიათ მოგვმართოთ: ცხელი ხაზი: 032 2 27 27 47 ან *2747; ელ ფოსტა: info@tbcpay.ge ან ანონიმური მხილების გზით: https://tbcpay.ge/anonymous-reporting შპს "თიბისი ფეი" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია