|
დასახელება:
მარკეტინგის უმცროსი მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
ჯი პი პი
|
|
გამოქვეყნდა: 20 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 20 დეკემბერი
|
ქართული ქათმის ხორცპროდუქტების მწარმოებელი კომპანია "ჯი პი პი" (ნოსტე) აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის უმცროსი მენეჯერის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი, ვერა, უმიკაშვილის 4ა
სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:00 -18:00)
ანაზღაურება: 2000₾ (ხელზე ასაღები)
ფუნქცია-მოვალეობები:
** მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვაში მონაწილეობის მიღება და მათი განხორციელება/კონტროლი;
** სარეკლამო კომპანიებთან კომუნიკაცია;
** ტელე და რადიო მედიასთან კომუნიკაციაში მონაწილეობა (კონტენტის შექმნა, მიწოდება, კონტროლი);
** პარტნიორ კომპანიებთან ურთიერთობა;
** კომპანიაში მიმდინარე საკომუნიკაციო აქტივობების მიხედვით, საორგანიზაციო საკითხების ორგანიზება და მართვა;
** ახალი ფილიალის გახსნის ორგანიზებაში მონაწილეობის მიღება;
** სხვადასხვა მარკეტინგული პროექტების მართვა მათ შორის ორგანიზება განხორციელება და მონიტორინგი;
** ციფრულ მარკეტინგულ პროექტებში მონაწილეობა და პროცესების მართვა;
** კომპანიის ციფრული არხებისთვის ტექსტების შემუშავება;
** ვიზუალური მასალის მომზადება;
** კომპეტენციის ფარგლებში უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (მარკეტინგის ან მომიჯნავე სფეროს მიმართულებით);
** მსგავს ან იგივე პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** MS OFFICE პროგრამების ცოდნა;
** Adobe Photoshop, Adobe Illustrator-ის და სხვა გრაფიკული პროგრამების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** უცხო ენის ცოდნა (ინგლისური ან/და გერმანული).
უნარები:
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ორგანიზებულობა;
** კომუნიკაბელურობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** გამართული წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი.
ბენეფიტები:
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** კორპორატიული მობილურის ნომერი;
** კომფორტული სამუშაო გარემო.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოგზავნოთ რეზიუმე მეილზე: noste.marketing@gpp.ge. ელ. ფოსტის Subject-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "მარკეტინგის უმცროსი მენეჯერი".
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|