Робота для біженців з України
საწყობის მენეჯერის დამხმარე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწყობის მენეჯერის დამხმარე
მომწოდებელი: რედ განეში
გამოქვეყნდა: 20 ნოემბერი / ბოლო ვადა: 20 დეკემბერი
შპს "რედ განეშ" აცხადებს ვაკანსიას - საწყობის მენეჯერის დამხმარეს პოზიციაზე.

კომპანია "რედ განეშ" 10 წელზე მეტია წარმოდგენილია ქართული კვების ბაზარზე და ერთ-ერთი წამყვანია ნახევარფაბრიკატებისა და მზა პროდუქციის სეგმენტში. "რედ განეშ" თანამშრომლობს მსხვილ საცალო ვაჭრობის ქსელებთან.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: 10:00 - 19:00
** დასვენების დღე: შაბათი
** ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ზაჰესი, ავჭალის ქუჩა #43
** ანაზღაურება: 1200 ლარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** გუნდურ სამუშაო გარემოს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** კვებას;

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ნედლეულის დროული მიღება, ხარისხის, ვადებისა და რაოდენობების კონტროლი, ზედნადებთან შესაბამისობის გადამოწმება და შესაბამისი წესებით დასაწყობება.
** გარე მომწოდებლებისგან ნედლეულის მიღება, ჩამოტვირთვა, შეფუთვის გახსნა და შემოწმება, ზედნადების მიხედვით მითვლა/მიწონვა და სახეობების მიხედვით დასაწყობება ტემპერატურული რეჟიმისა და ვადების დაცვით.
** წარმოების დროული მომარაგება საჭირო ნედლეულითა და დამხმარე მასალებით შეკვეთის ფურცლების შესაბამისად, უშუალო ხელმძღვანელის მითითებით.
** ნედლეულის შიდა გადაადგილება — სამრეცხაოსა და წარმოების ტერიტორიაზე გადატანა, მითვლა და წარმოების უფროსისთვის გადაბარება.
** ნახევარფაბრიკატების მაცივარში გადატანა გაციების მიზნით და შემდგომ წარმოებაში დაბრუნება.
** საწყობში ნაშთებისა და მარაგების კონტროლი, ვადებისა და შენახვის პირობების რეგულარული შემოწმება, მითვლის პროცესში წონებისა და რაოდენობების სწორად დაფიქსირება.
** აღწერებში ჩართულობა და ცდომილებების მინიმიზაციაზე ზრუნვა, ასევე ნედლეულის სისუფთავისა და სათლელ-მრეცხავ პროცესებში დახმარება საჭიროებისამებრ.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საწყობის მენეჯერის ან საწყობის მენეჯერის დამხმარეს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** სიახლეების დანერგვის სურვილი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და გუნდთან მუშაობის უნარი;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოგვიგზავნეთ CV შემდეგ ელ-ფოსტაზე: office@mzamzareuli.com. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 555 116 118.

თქვენს მიერ გამოგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე