Робота для біженців з України
ედვერთაიზერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ედვერთაიზერი
მომწოდებელი: Hazet Georgia
გამოქვეყნდა: 20 ნოემბერი / ბოლო ვადა: 20 დეკემბერი
"Hazet Georgia" წარმოადგენს მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ტექნიკური ინდუსტრიის პიონერს, რომელსაც სურს ამერიკული ხარისხი დაამკვიდროს ქართულ რეალობაში.

მოცემულ ეტაპზე გამომდინარე კომპანიის ზრდის სწრაფი ტემპებიდან და მაღალი საბაზრო მოთხოვნიდან, ჩვენი კომპანია მიზნად ისახავს დაასაქმოს მოტივირებული და შემოქმედებითი აზროვნების Advertiser / Social Media Advertiser-ის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** Meta Ads, Google Ads და სხვა პლატფორმებზე რეკლამების დაგეგმვა, გამართვა და მონიტორინგი
** კამპანიების ყოველდღიური ოპტიმიზაცია — აუდიტორიის არჩევა, ბიუჯეტების მართვა, შედეგების გაუმჯობესება
** შედეგების ანალიზი (CPC, CTR, CPM, CPA…), რეპორტინგი და რეკომენდაციების მომზადება
** კომპანიის სოციალური გვერდებისთვის განთავსებული კონტენტის მხარდაჭერა რეკლამით
** ახალი კრეატიული მიდგომების შემუშავება და A/B ტესტირება
** კომუნიკაცია გუნდთან და კონტენტის შემქმნელებთან, საერთო მიზნების მისაღწევად

მოთხოვნები:

** 1+ წელი გამოცდილება Meta Ads / Google Ads პლატფორმებზე
** მონაცემების ანალიზისა და ლოგიკური აზროვნების კარგი უნარი
** კომუნიკაციის მაღალი კულტურა და გუნდურად მუშაობის უნარი
** კრეატიული ხედვა + აქცენტი შედეგებზე
** პასუხისმგებლიანი, შრომისმოყვარე და ორგანიზებული

უპირატესობად ჩაითვლება:

** კრეატიულ სააგენტოში მუშაობის გამოცდილება
** Canva/Figma ცოდნა
** ბიუჯეტირების მართვის გამოცდილება

რას გთავაზობთ:

** კომფორტული სამუშაო გარემო
** კარიერული ზრდის შესაძლებლობა
** საინტერესო პროექტები და განსავითარებელი გამოწვევები
** მეგობრული და მხარდამჭერი გუნდი

სამუშაო გრაფიკი - მოლაპარაკებადია - კვირაში მინიმუმ 3 დღე
ლოკაცია - დიღომი
ანაზღაურება 800-1100 ლარი ხელზე ასაღები

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნეთ რეზიუმე ფოტოსურათით შემდეგ ელფოსტაზე: hr@hazetgeorgia.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე