Робота для біженців з України
საიტის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საიტის მენეჯერი
მომწოდებელი: იმპოსტი MEP
გამოქვეყნდა: 20 ნოემბერი / ბოლო ვადა: 20 დეკემბერი
კომპანია "იმპოსტი მეპი" აცხადებს ვაკანსიას საიტის მენეჯერის (Site Manager) პოზიციაზე.

მდებარეობა: თბილისი

სფერო: MEP სისტემების პროექტირება და მონტაჟი (მექანიკური, ელექტრო და სანტექნიკური საინჟინრო სისტემები)

კომპანიის შესახებ

"იმპოსტი მეპი" არის სწრაფად მზარდი საინჟინრო კომპანია, რომელიც სპეციალიზდება MEP სისტემების პროექტირებასა და მონტაჟში. ჩვენ ვთავაზობთ ინოვაციურ, ხარისხიან და პროფესიულ გადაწყვეტილებებს სამშენებლო სექტორს.

ძირითადი მოვალეობები:

** პროექტის გეგმის შესაბამისად სამუშაოების მართვა და კოორდინაცია ობიექტზე
** ყოველდღიური კონტროლი სამუშაო პროცესზე
** თანამშრომლობა ტექნიკურ და პროექტის მართვის გუნდებთან
** ხარისხისა და უსაფრთხოების სტანდარტების უზრუნველყოფა
** ტექნიკური დოკუმენტაციის წარმოება და შესაბამისი ანგარიშგება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

გამოცდილება MEP პროექტების მართვაში:

** მექანიკური: გათბობა, ვენტილაცია, კონდიცირება, აირის სისტემები
** ელექტრო: ენერგომომარაგება, განათება, სუსტი დენები, ავტომატიზაცია
** სანტექნიკა: წყალმომარაგება, წყალარინება, ხანძარსაწინააღმდეგო სისტემები

** ტექნიკური განათლება (ინჟინერიის მიმართულებით ჩაითვლება უპირატესობად)
** პროექტის მართვის უნარი — სამუშაოების დაგეგმვა, რესურსების მართვა და პროცესის კონტროლი
** გუნდური მუშაობისა და კომუნიკაციის უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: HR@imposti.ge, Subject ველში მიუთითეთ პოზიცია: საიტის მენეჯერი.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე