Робота для біженців з України
საწყობის დიასახლისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწყობის დიასახლისი
მომწოდებელი: აპტოსი
გამოქვეყნდა: 20 ნოემბერი / ბოლო ვადა: 15 დეკემბერი
"Aptos" ესთეტიკური მედიცინის და სილამაზის ინდუსტრიის წამყვანი ქართული კომპანიაა.

Aptos-ის ისტორია 1996 წელს იწყება: პლასტიკურმა ქირურგმა მარლენ სულამანიძემ გამოიგონა მსოფლიოში პირველი კბილანებიანი ძაფი, რამაც ჩაუყარა საფუძველი ესთეტიკური მედიცინის ახალ მიმართულებას, ძაფებით ლიფტინგს. სწორედ ქართულ კომპანიას ეკუთვნის პირველი საერთაშორისო პატენტი და სერიული წარმოების ლიცენზია კოსმეტიკურ ძაფზე ესთეტიკური მედიცინის მიმართულებით.

გარდა ამისა, Aptos გახდა პირველი ქართული კომპანია, რომელმაც CE [Conformité Européene] ნიშანი აქვს სამედიცინო პროდუქტზე, რაც ევროპის ნებისმიერ ქვეყანაში ექსპორტის საშუალებას აძლევს. ამჟამად პროდუქცია მსოფლიოს ექვსივე დასახლებულ კონტინენტზე, 90 ქვეყანაშია წარმოდგენილი. 2021 წლიდან კი Aptos-ის პროდუქცია მსოფლიო ბაზარზე Made in Georgia სამარკო ნიშნით გადის.

დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს ვებ გვერდზე: https://aptos.global/

კომპანია "აპტოსი" ეძებს საწყობის დიასახლისს.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: საწყობის ტერიტორიის დასუფთავება და სისუფთავის კონტროლი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: აუცილებელია დიასახლისის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

ჩვენ გთავაზობთ:

** კორპორაციული ბენეფიტების პაკეტს - კვება, ტრანსპორტირება, ჯანმრთელობის დაზღვევა,
** კორპორაციულ მობილურ ნომერს ულიმიტო სასაუბრო პაკეტით.

პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე;
** სამუშაოს ადგილმდებარეობა: ორხევი, გ. ამილახვრის ქ.#15
** ანაზღაურება: 1200 ლარი (ხელზე).

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, 15 დეკემბრამდე გამოგზავნოთ პროფესიული რეზიუმე ელ. ფოსტაზე: hr@aptos.ge;

ელ. ფოსტის სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "საწყობის დიასახლისი".

დავუკავშირდებით, მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს.

გისურვებთ წარმატებას!

გაცნობებთ, რომ ვაკანსიაზე გამოგზავნილი რეზიუმე და სხვა დოკუმენტები ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 3 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს "აპტოს"-ის ან შპს "აპტოს"-ის უფლებამოსილი პირის მიერ, სხვა პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში. პირი, აპლიკაციის მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე გაგზავნის გზით, ადასტურებს და თანხმდება წინამდებარე პირობას პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით. აპლიკანტი უფლებამოსილია მოითხოვოს მიწოდებული ინფორმაციის გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშალა ან განადგურება. ამ შემთხვევაში, შპს "აპტოს", ისევე როგორც შესაბამისი უფლებამოსილი პირი, 15 დღის ვადაში გაასწორებს, განაახლებს, დაამატებს, დაბლოკავს, წაშლის, გაანადგურებს მიღებულ ინფორმაციას ან მიიღებს გადაწყვეტილებას მოთხოვნაზე უარის თქმის შესახებ. გადაწყვეტილება შესაძლებელია გასაჩივრდეს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორთან ან სასამართლოში კანონმდებლობით დადგენილი წესით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე