|
დასახელება:
საწყობის ოპერატორი
|
| მომწოდებელი:
გრიდ ქონსთრაქშენი
|
|
გამოქვეყნდა: 20 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 20 დეკემბერი
|
სამშენებლო კომპანია "გრიდ ქონსთრაქშენი" აცხადებს ვაკანსიას საწყობის ოპერატორის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** საწყობში არსებული სამშენებლო მასალებისა და ინვენტარის კონტროლი/აღრიცხვა შესაბამის სისტემაში;
** ობიექტებიდან შემოსული მოთხოვნის ფორმის დამუშავება, სასაწყობე ნაშთების გადამოწმება და ინფორმირება შესაბამისი ნაშთის არსებობის/არ არსებობის შესახებ;
** ობიექტიდან მობრუნებული მარაგების/ძირითადი საშუალებების აღრიცხვა, შეფასება-დათვალიერება (დაზიანებული პროდუქციის თავიდან აცილების მიზნით) დასაწყობება;
** დაზიანებული ტექნიკის/ინვენტარის შესახებ უშუალო უფროსის ინფორმირება;
** ახალი პროდუქციის მიღება/შეფასება/აღრიცხვა და დასაწყობება;
** ყოველი კვარტლის ბოლოს წინასწარ გაწერილი გეგმის მიხედვით კომპანიის მფლობელობაში არსებული კონკრეტული პოზიციების ინვენტარიზაცია და შესაბამისი აქტის შედგენა;
** ყოველი წლის ბოლოს არსებული მარაგების დათვლა და დანაკლისებისა და ზედმეტობების გამოვლენა (ინვენტარიზაცია), შესაბამისი აქტის შედგენა;
** ყოველდღიურად სასაქონლო მარაგების მოძრაობის ასახვა სასაწყობო პროგრამაში;
** უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** განათლება: ბაკალავრის ხარისხი.
** საოფისე პროგრამების ცოდნა.
** ბალანსის შესწავლა
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
დაინტერესების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით: gridconstructioninfo@gmail.com
|
|
|
|